7980 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

JQCV8AHJ გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

პაციენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი

კლინიკა რეიმანი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კლინიკა „რეიმანი“ აცხადებს ვაკანსიას პაციენტებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - პაციენტებთან გულთბილი შეხვედრა, მათთან პროფესიულ, გასაგებ ენაზე საუბარი; - პაციენტის მიღება, პროგრამაში რეგისტრაცია და საჭიროებისამებრ გადამისამართება; - აქტიური მოსმენა და ეფექტური რეაგირება; - პაციენტებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება საჭიროებისამებრ; - სალაროს ოპერაციების განხორციელება: თანხის მიღება და გაცემა, შესაბამისი დოკუმრენტაციის წარმოება, სალაროს ჩაბარება და გადაბარება; - დღის ბოლოს სალაროს დახურვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; - ტექნიკური საკითხების მონიტორინგი და რეაგირება საჭიროებისამებრ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (ჩაითვლება უპირატესად); - სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად)

ცოდნა, უნარები: - ქართული და ინგლისური ენების ცოდნა; - საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; - გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა; - დროის მენეჯმენტი; - კომუნიკაბელურობა , პუნქტუალურონა, ორგანიზებულობა; - ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.

სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო გრაფიკი

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზ.ანჯაფარიძის 1 შეს. N3. (საბურთალო) ისანი, არტურ ლაისტის #1 გლდანი, მ. ნოზაძის #12

შერჩევის ეტაპები: - მიღებული რეზიუმეების გადარჩევა; - ინდივიდუალური გასაუბრება.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: - პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.

კლინიკა „რეიმანი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/raymann.ge

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გამოგზავნეთ რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებებს!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xTjP5Vid

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
კლინიკა რეიმანი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა