9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

JRMM6VP8 გამოქვეყნდა 6 ოქტ 31 ნახვა

სამედიცინო აპარატურის გაყიდვების მენეჯერი

ოქსიგენ+ გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 7 ნოე
ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში

კომპანია "Oxygen Plus" უკვე 15 წელია წარმოადგენს წამყვანი საერთაშორისო ბრენდების სამედიცინო აპარატურის ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. ჩვენი მიზანია ქართულ სამედიცინო ბაზარს მივაწოდოთ უმაღლესი ხარისხის, ინოვაციური ტექნოლოგიები და სანდო სერვისი.

ჩვენი გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით, ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ, ენერგიულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სამედიცინო აპარატურის გაყიდვების მენეჯერს.

ძირითადი მოვალეობები:

  • არსებულ პარტნიორებთან და კლიენტებთან (კლინიკები, ლაბორატორიები, სამედიცინო ცენტრები, ექიმები) გრძელვადიანი თანამშრომლობის შენარჩუნება და გაღრმავება;
  • ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება, ბაზრის კვლევა და გაყიდვების ახალი არხების იდენტიფიცირება;
  • კლიენტების საჭიროებების დეტალური ანალიზი და მათთვის ოპტიმალური ტექნიკური/ფინანსური შეთავაზებების მომზადება;
  • საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებებისა და პროდუქტის პროფესიული პრეზენტაციების ორგანიზება/ჩატარება;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგებზე მუდმივი მონიტორინგი;
  • გაყიდვების შემდგომი პროცესების კოორდინაცია და კლიენტთა კმაყოფილების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სასურველია B2B მიმართულებით);
  • უპირატესობად ჩაითვლება: სამედიცინო/ფარმაცევტულ სფეროში გაყიდვების გამოცდილება ან/და სამედიცინო/ბიოლოგიური განათლება;
  • ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო/საკომუნიკაციო დონეზე (უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციისა და პროდუქტის დოკუმენტაციის გასაცნობად);
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office: Excel, PowerPoint, Word);
  • ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა, დროის მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ:

  • ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი ფიქსირებული ხელფასი + მზარდი საბონუსე სისტემა გამომუშავებული შედეგების მიხედვით;
  • პროფესიული და კარიერული ზრდის რეალური პერსპექტივა სტაბილურ და მზარდ კომპანიაში;
  • პროდუქტებისა და საერთაშორისო სტანდარტების სიღრმისეული ტრენინგი;
  • გუნდური მხარდაჭერა და მეგობრული სამუშაო გარემო;
  • ოფიციალური დასაქმება შრომის კოდექსის სრული დაცვით;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, სრული განაკვეთი (8-საათიანი სამუშაო დღე);
  • შვებულება: წლიური ანაზღაურებადი შვებულება — 24 სამუშაო დღე.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, მ. თამარაშვილის ქ. 13ო.
  • განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 6 ნოემბერი.

დაინტერესების შემთხვევაში:

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად მისამართზე.

ელფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი - სახელი, გვარი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა