გრაფიკული დიზაინერი
"AlcoRetail Group" ეძებს გრაფიკულ დიზაინერს, რომელიც იმუშავებს კომპანიის ბრენდებზე: Alcorium, Whisky House და ჯგუფის პორტფელში არსებულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სხვადასხვა ბრენდზე.
პოზიცია მოიცავს ბრენდების ყოველდღიურ დიზაინ მხარდაჭერას სხვადასხვა საკომუნიკაციო არხისთვის, ასევე არსებული ბრენდის გაიდლაინების ფარგლებში ახალი ვიზუალური კონცეფციებისა და კამპანიების შექმნას.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- სოციალური მედიისა და ციფრული არხებისთვის ვიზუალური მასალების შექმნა;
- სარეკლამო კამპანიებისთვის Key Visual-ების შექმნა და სხვადასხვა ფორმატში ადაპტაცია;
- რითეილ კამპანიებისა და აქციების ვიზუალური კომუნიკაციის შექმნა;
- მაღაზიებისთვის POSM მასალების დიზაინი
- მაღაზიის ვიტრინების, ბრენდირებული ზონებისა და სხვა შიდა მაღაზიის საკომუნიკაციო დიზაინი;
- გარე რეკლამისა და სხვა OOH ფორმატებისთვის დიზაინის მომზადება;
- არსებული შეფუთვების დიზაინის ადაპტაცია;
- სხვადასხვა ბრენდის Visual Guideline-ის მიხედვით მუშაობა და მის ფარგლებში ახალი ვიზუალური გადაწყვეტების შექმნა;
- ფაილების მომზადება ციფრული და ბეჭდური წარმოებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გრაფიკული დიზაინის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- Adobe Photoshop-ისა და Adobe Illustrator-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ძლიერი ვიზუალური აზროვნება და იდეის ეფექტურად ვიზუალიზაციის უნარი;
- კომპოზიციის, ფერთა თეორიისა და ტიპოგრაფიის კარგი ცოდნა;
- რამდენიმე პროექტზე პარალელურად მუშაობისა და პრიორიტეტების მართვის უნარი;
- სწრაფ ტემპსა და მოკლე ვადებში ხარისხიანად მუშაობის უნარი;
- დეტალებისადმი ყურადღება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- თანამედროვე AI ინსტრუმენტების დიზაინის პროცესში გამოყენების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
განაცხადის გამოგზავნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV და პორტფოლიო ელ.ფოსტაზე. ელ.ფოსტის Subject-ში მიუთითეთ: Graphic Designer.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.