9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

K06JBYZW გამოქვეყნდა 20 ოქტ 19 ნახვა

HR-ისა და ოპერაციების სტაჟიორი

Game Zone გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾600 / თვეში ბოლო ვადა: 17 ნოე
ფორმა · განცხადებაში

კომპანია "Game Zone" აცხადებს ვაკანსიას HR-ისა და ოპერაციების სტაჟიორის პოზიციაზე.

თუ გინდა კარიერა დაიწყო არა უბრალოდ სტაჟირებით, არამედ რეალურ ბიზნესში, სადაც ყოველდღიურად მონაწილეობ გადაწყვეტილებების მიღებაში, პროექტების მართვაში და კომპანიის განვითარებაში — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

Game Zone უკვე 16 წელია საქართველოს გეიმინგ ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერია. დღეს ჩვენ გვაქვს 3 ფილიალი თბილისში, ონლაინ პლატფორმა, ათასობით ერთგული მომხმარებელი და PlayStation-ის ოფიციალური პარტნიორის სტატუსი საქართველოში.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი და უშუალოდ ჩაერთვება როგორც HR, ასევე ოპერაციული პროცესების მართვაში.

რას გააკეთებ? HR მიმართულება - თანამშრომელთა დოკუმენტაციისა და პერსონალური ფაილების ორგანიზება; - შვებულებების, გამოსაცდელი ვადებისა და სხვა HR პროცესების მონიტორინგი; - ვაკანსიების განთავსება და კანდიდატებთან კომუნიკაცია; - გასაუბრებების ორგანიზება და კოორდინაცია; - ახალი თანამშრომლების ონბორდინგ პროცესში მონაწილეობა; - შიდა ტრენინგებისა და გუნდური აქტივობების დაგეგმვაში ჩართვა;

Operations მიმართულება - მენეჯერულ შეხვედრებზე დასწრება და შეხვედრის ოქმების მომზადება; - მიმდინარე პროექტებისა და დავალებების ტრეკინგი; - გუნდის წევრებთან კომუნიკაცია დავალებების სტატუსების განახლების მიზნით; - Deadline-ების კონტროლი და Follow-Up პროცესების მართვა; - KPI მონაცემების შეგროვება და რეპორტების მომზადება; - მიმდინარე პროექტების შესახებ სტატუს-რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის; - პროცესების გაუმჯობესების იდეების შემუშავებაში მონაწილეობა; - სხვადასხვა საოპერაციო საკითხის მართვა და გუნდური ამოცანის შესრულება.

ვის ვეძებთ? - სტუდენტს ან ახლად კურსდამთავრებულს; - ადამიანს, რომელსაც აინტერესებს HR, ბიზნესის მართვა ან პროექტების კოორდინაცია; - ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ პიროვნებას; - ადამიანს, რომელსაც უყვარს წესრიგი, დაგეგმვა და პროცესების კონტროლი; - ძლიერ კომუნიკატორს; - პასუხისმგებლიან და პროაქტიულ ადამიანს; - Google Workspace-ისა და Microsoft Office-ის საბაზისო ცოდნით;

პრიორიტეტულია თუ გაქვს: - HR მიმართულებით სტაჟირების ან სამუშაო გამოცდილება - Excel ან Google Sheets-ის კარგი ცოდნა - პროექტების მართვის ინსტრუმენტებთან შეხება (Trello, Notion, ClickUp და სხვა)

რას გთავაზობთ? - ანაზღაურებადი სტაჟირება — 600₾ (net); - სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, დღეში 5 საათი; - სამუშაო ფორმატი: ოფისიდან; - 6 თვიანი განვითარების პროგრამა; - რეალურ ბიზნეს პროცესებში მონაწილეობა; - გამოცდილება HR, Operations და Project Management მიმართულებით; - პროფესიული განვითარების სწრაფი შესაძლებლობა; - მეგობრული და თანამედროვე სამუშაო გარემო; - შესაძლებლობა, წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში გახდე Game Zone-ის სრულფასოვანი გუნდის წევრი.

ეს პოზიცია შენთვისაა თუ... გინდა ნახო, როგორ იმართება რეალური ბიზნესი კულისებს მიღმა. გაინტერესებს ადამიანები, პროცესები, პროექტები და ორგანიზაცია.

არ გინდა უბრალოდ დავალებების შესრულება — გინდა ისწავლო, გაიზარდო და გავლენა მოახდინო კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა