8,813 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

K3TMQFSH გამოქვეყნდა 22 სექ 4 ნახვა

არდენზე

არდენზე

მარკეტინგის მენეჯერი

არდენზე გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 23 ოქტ

"ARDENZE" არის პრემიუმ ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ინდივიდუალურ ავეჯს საცხოვრებელი და კომერციული ინტერიერებისთვის.

"ARDENZE" ამ ეტაპზე აქტიურად ავითარებს საკუთარ ბრენდს, ციფრულ მარკეტინგს, ვებსაიტს, კონტენტს, გაყიდვების სისტემასა და B2B პარტნიორულ ქსელს, შესაბამისად, ვეძებთ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის მარკეტინგული სისტემის შექმნასა და მართვაზე, ბრენდის პოზიციონირებასა და ბიზნესის ზრდის მხარდაჭერაზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ეკა ბეჟანიშვილის ქ.N3
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი; 9:00-18:00)

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის, მიზნებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, მართვა და ეფექტური განხორციელება;
  • ARDENZE-ს ბრენდის ცნობადობის, პოზიციონირებისა და გაყიდვების ზრდის მხარდამჭერი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • წლიური და კვარტალური მარკეტინგული ბიუჯეტის მომზადება და კონტროლი;
  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების ანალიზი;
  • პარტნიორ მარკეტინგულ და სარეკლამო სააგენტოებთან ყოველდღიური თანამშრომლობა, ტექნიკური დავალებების მომზადება და შესრულების ხარისხის კონტროლი;
  • სოციალური მედიის, ციფრული მარკეტინგისა და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, მიმდინარეობის მონიტორინგი და ეფექტიანობის შეფასება;
  • კონტენტ-სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • ვებსაიტის განვითარებისა და განახლების პროცესის მართვა;
  • B2B და B2C მიმართულებით მარკეტინგული აქტივობების კოორდინაცია, ლიდების გენერაციის პროცესის მართვა და მიღებული შედეგების ანალიზი;
  • ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი- ბრენდის პოზიციონირებისა და კონკურენტული უპირატესობის გასაძლიერებლად;
  • გამოფენების, კონფერენციებისა და კორპორაციული ღონისძიებების ორგანიზებასა და მარკეტინგულ მხარდაჭერაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
  • ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების და პლატფორმების ცოდნა;
  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • პროექტების მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარები;
  • სასურველია ავეჯის, ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურის ან პრემიუმ სეგმენტის ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება;
  • მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვის, განხორციელებისა და მართვის გამოცდილება;
  • ბრენდის განვითარების, პოზიციონირებისა და ცნობადობის ზრდის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
არდენზე
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა