9778 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

K3WZYFR1 გამოქვეყნდა 23 ოქტ 18 ნახვა

კურიერების მართვის კოორდინატორი

ოიში სუში გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾8 საათში ბოლო ვადა: 24 ნოე

"ოიში სუში" აცხადებს ვაკანსიას კურიერების მართვის კოორდინატორის (Team Lead) პოზიციაზე!

ჩვენ ვართ სწრაფად მზარდი იაპონური რესტორნების ქსელი და ვეძებთ 3 ახალ წევრს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი მიწოდების სერვისის სრულყოფილ მუშაობას. თუ გაქვს ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება და გსურს მართო დინამიკური პროცესები შემოგვიერთდი!

ადგილმდებარეობა: თბილისი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი / ცვლებში მუშაობა ანაზღაურება: საათში 7, 5Gel

ძირითადი მოვალეობები:

  • კურიერების მართვა: ახალი კურიერების მოძიება, შერჩევა და სამუშაო პირობების გაცნობა;
  • დისპეტჩინგი: საიტიდან შემოსული შეკვეთების რეალურ დროში გადანაწილება ოპერატორებზე;
  • მონიტორინგი: კურიერების "ლაივ" ლოკაციისა და გადაადგილების კონტროლი;
  • სერვისის ხარისხი: იმის კონტროლი, თუ რა დროში გააქვს კურიერს შეკვეთა ფილიალიდან და რა დროში აბარებს მომხმარებელს (Service Time);
  • კომუნიკაცია: მომხმარებლებთან კავშირი დაგვიანებულ ან ადრე მისულ შეკვეთებზე; უკუკავშირის მიღება;
  • და ანაზღაურების კონტროლი: მომხმარებლების მიერ გადმორიცხული თანხების გადამოწმება (სქრინების კონტროლი) და კურიერების ყოველკვირეული გამომუშავების დაანგარიშება;
  • ადმინისტრირება: კურიერების გრაფიკების მართვა და პროცესის აღრიცხვა Google Drive-ში.

ვის ვეძებთ:

  • გაქვს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ლოჯისტიკის/მიწოდების სფეროში;
  • შეგიძლია მაღალი ტრაფიკის (დიდი რაოდენობის შეკვეთების) პირობებში მუშაობა;
  • გაქვს მცირე გუნდის მართვის გამოცდილება და ლიდერული უნარები;
  • თავისუფლად ფლობ Google Drive/Sheets-ს;
  • ხარ პასუხისმგებლიანი, ენერგიული და დეტალებზე ორიენტირებული.
  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველება და წერა;
  • ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • მეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო;
  • ღამის ცვლის შემდეგ უზრუნველყოფილია ტაქსით ტრანსპორტირება;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს ცვლების მიხედვით;
  • სრულ მხარდაჭერასა და ტრენინგს სამუშაო პროცესში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე; სათაურის ველში მიუთითეთ: Courier Team Lead"

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა