9,005 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

K57MJRXE გამოქვეყნდა 23 სექ 2 ნახვა

ქართული აგრო სახლი

ქართული აგრო სახლი

გაყიდვების ხელმძღვანელი

ქართული აგრო სახლი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
₾5000–6000 / თვეში ბოლო ვადა: 24 ოქტ

სს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".

სს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

მისამართი - დავით აღმაშენებლის ხეივანი N230 სამუშაო საათები - სტანდარტულად, კვირაში 40 საათი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:00 - 18:00) ანაზღაურება: 5000-6000 ლარი NET + ბონუსური სისტემა, გაყიდვების შედეგებისა და განსაზღვრული KPI-ების შესრულების შესაბამისად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვების სტრატეგიისა და წლიური გეგმის შემუშავება და შესრულების მართვა;
  • გაყიდვების მოცულობის, ბაზრის წილისა და შემოსავლების ზრდის უზრუნველყოფა;
  • ახალი ბაზრების, პარტნიორებისა და გაყიდვების არხების მოძიება და განვითარება;
  • არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და ურთიერთობების მართვა;
  • ბაზრის, მომხმარებელთა საჭიროებებისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
  • გაყიდვების გუნდის მართვა, თანამშრომლებისთვის KPI-ების განსაზღვრა და მათი შესრულების მონიტორინგი;
  • გაყიდვების ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯების კონტროლი და ფინანსური მიზნების შესრულების უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების შედეგებისა და ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ანგარიშგების მომზადებისა და მართვის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების მიმართულების ეფექტიანობის შეფასება და განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან შესაბამისი მიმართულებით;
  • გაყიდვების მიმართულებით, ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (FMCG, დისტრიბუციის ან რითეილის სექტორში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
  • გაყიდვების გუნდის მართვისა და განვითარების გამოცდილება;
  • KPI-ებთან და გაყიდვების გეგმებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური და/ან რუსული ენის სამუშაო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ფასდაკლებას ჩვენს პროდუქციაზე;
  • პერიოდულ საჩუქრებსა და სხვადასხვა აქტივობებს კომპანიისგან.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: განაცხადის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის (რეზიუმეს) შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნით და არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ქართული აგრო სახლი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა