8,899 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

K5SAJTMT გამოქვეყნდა 24 სექ 0 ნახვა

ლიდი

ლიდი

B2B გაყიდვების მენეჯერი

ლიდი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 25 ოქტ

შპს "ლიდი" ქართულ ბაზარზე აქტიურად ოპერირებს 2016 წლიდან და თანამშრომლობს კერძო თუ სახელმწიფო სექტორებთან.

"ლიდი" ტექნოლოგიურ სფეროში თანამედროვე ინფრასტრუქტურის დანერგვასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ IT პროდუქტების ფართო არჩევანს.

ჩვენს პროფესიონალთა გუნდში ვეძებთ თანამშრომელს B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული ანაზღაურება + გაყიდვებიდან მიღებული მოგების 20%-იანი ბონუსი
  • სწრაფად მზარდ კომპანიაში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვების სრული ციკლის მართვა: პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირება, შეხვედრების დაორგანიზება, მათი საჭიროებების შეფასება, კომპანიის პროდუქტების/სერვისების შეთავაზება, მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების დახურვა
  • კომპანიის გაყიდვების სტრატეგიისა და გაყიდვების გეგმის შესრულება (ყოველთვიური, კვარტლური, წლიური)
  • კლიენტებთან გრძელვადიანი და სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება
  • კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების შესახებ პრეზენტაციების მომზადება
  • ვენდორებთან კომუნიკაცია პროდუქტთან დაკავშირებული საკითხების შესახებ
  • სამუშაო პროცესთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე მუშაობა და შესაბამისი ამოცანების შესრულება

უნარები/პასუხისმგებლობები:

  • გამართული კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების მართვის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება
  • ტექნოლოგიებისადმი ინტერესი და ახალი პროდუქტების სწრაფად ათვისების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დროის მართვის უნარი
  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • B2B გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (IT hardware სფერო ჩაითვლება დამატებით უპირატესობად)
  • ინგლისური ენა - B2 დონე

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ მისამართზე.

ვაკანსიის დასახელების სათაურის ველში მითითებით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ლიდი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა