მზარეული
„ჯეო მედი“ აცხადებს ვაკანსიებს საგურამოს ფიზიკური რეაბილიტაციისა და საექთნო მოვლის ცენტრში
„ჯეო მედის“ საგურამოს ფიზიკური რეაბილიტაციისა და საექთნო მოვლის ცენტრი მდებარეობს თბილისიდან დაახლოებით 15 წუთის სავალზე, მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. ცენტრში პაციენტებისთვის უზრუნველყოფილია პროფესიონალური სამედიცინო მეთვალყურეობა, ინდივიდუალური რეაბილიტაცია და ყოველდღიური მოვლა.
ცენტრი ემსახურება პაციენტებს, რომლებსაც ესაჭიროებათ ოპერაციისა და ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია, ხანდაზმულთა მოვლა, დემენციისა და ალცჰაიმერის დროს ზრუნვა, ასევე ხანგრძლივი საექთნო მოვლა და განთავსება.
ვაკანტური პოზიცია: მზარეული
ძირითადი მოვალეობები: - პაციენტებისა და პერსონალისთვის საკვების მომზადება განსაზღვრული მენიუს შესაბამისად; - საჭიროების შემთხვევაში დიეტური და ინდივიდუალური კვების მომზადება; - საკვები პროდუქტების სწორად შენახვა და გამოყენება; - სამზარეულოსა და სამუშაო ინვენტარის სისუფთავის დაცვა; - სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვა.
მოთხოვნები: - მზარეულად მუშაობის გამოცდილება სასურველია; - პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა; - სისუფთავისა და ჰიგიენის მაღალი სტანდარტის დაცვა.
სამუშაო ადგილი: საგურამო
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.