ბიზნეს ანალიტიკოსი/პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აცხადებს კონკურსს ბიზნეს ანალიტიკოსისა და პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის (QA სპეციალისტი) ვაკანსიებზე.
ვაკანსია N1 ბიზნეს ანალიტიკოსის ვაკანსიის დეტალები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - კანდიდატი სასურველია ფლობდეს არანაკლებ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მიმართულებაში: კომპიუტერული მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება. - კანდიდატი უნდა ფლობდეს პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, ჩამოთვლილთაგან რომელიმე პოზიციაზე, არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილებას: ბიზნეს ანალიტიკოსის, სისტემური ანალიტიკოსის ან IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე; - Jira-სა და Confluence-ის გამოყენების ცოდნა და მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; - ბიზნეს პროცესების, სისტემური ურთიერთქმედებებისა და მომხმარებლის სცენარების მოდელირების შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენების ცოდნა; - UI/UX დიზაინისა და პროტოტიპირების ინსტრუმენტების — Figma, FigJam, Miro, Balsamiq ან სხვა მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენების ცოდნა; - თანამედროვე AI ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება ინფორმაციის კვლევის, ანალიზის, დოკუმენტაციის მომზადებისა და სამუშაო პროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით; - ბიზნეს საჭიროებებისა და მოთხოვნების შეგროვების, ანალიზის, დაზუსტების, დოკუმენტირებისა და მართვის პრაქტიკული გამოცდილება; - ბიზნეს მოთხოვნების ფუნქციური და ტექნიკური გუნდებისთვის შესაბამის ფორმატში ჩამოყალიბების გამოცდილება; - User Story-ების, Acceptance Criteria-ს, ფუნქციური და სხვა ტიპის მოთხოვნების მომზადების გამოცდილება; - ბიზნეს პროცესების ანალიზისა და მოდელირების გამოცდილება BPMN, UML ან სხვა შესაბამისი მიდგომებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით; - Agile გარემოში მუშაობისა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სასიცოცხლო ციკლის (SDLC) ცოდნა; - REST API-ების, სისტემებს შორის ინტეგრაციების, მონაცემთა ნაკადებისა და მონაცემთა დამუშავების ძირითადი პრინციპების ცოდნა; - ინფორმაციული სისტემების, მონაცემთა სტრუქტურებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების საბაზისო პრინციპების გაგება.
უცხო ენების ცოდნა: ინგლისური ენის ცოდნა - (მინიმუმ) B2 დონეზე, (კანდიდატი უნდა ფლობდეს, მათ შორის უცხო ენაზე ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარს).
უპირატესობად ჩაითვლება - პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების, სისტემური ან ტექნიკური ანალიზის გამოცდილება; - მონაცემებთან, მონაცემთა ბაზებთან ან საინფორმაციო სისტემების მონაცემთა სტრუქტურებთან მუშაობის გამოცდილება; - API-ებთან მუშაობის, მათი ანალიზის ან ტესტირების გამოცდილება; - რთულ, მრავალკომპონენტიან ან ინტეგრირებულ საინფორმაციო სისტემებზე მუშაობის გამოცდილება; - პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებების მართვის (Change Management) პროცესში მონაწილეობის გამოცდილება; - საჯარო სექტორში მსგავსი ფუნქციური დატვირთვით მუშაობის გამოცდილება, ან დიდი რაოდენობით მომხმარებლის მქონე ციფრული სისტემების განვითარებაში მონაწილეობა; - ბიზნეს ანალიზის, სისტემური ანალიზის, Agile/Scrum-ის, პროექტის მართვის ან პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების შესაბამისი მიმართულების პროფესიული სერტიფიკატების ფლობა.
პროფესიული და პიროვნული თვისებები: - ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით; - ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი; - წერილობითი დოკუმენტების (ანგარიში, დასკვნა, სარჩელი და სხვა) მომზადების უნარი; - დამოუკიდებელად და გუნდურად მუშაობის უნარი; - დროის ეფექტიანად მართვის უნარი; - საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; - სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი, ამავდროულად პრობლემების კომპლექსური ანალიზისა და სტრუქტურირების უნარი; - რამდენიმე პარალელურ ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი. - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო აღწერილობა - ბიზნეს დამკვეთებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა მათი საჭიროებების, პრობლემებისა და მიზნების იდენტიფიცირებისა და ანალიზის მიზნით; - ბიზნეს მოთხოვნების შეგროვება, დაზუსტება და ანალიზი, ასევე მათი მკაფიო, სტრუქტურირებული და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების გუნდისთვის გასაგები მოთხოვნების სახით ფორმულირება; - მოთხოვნების, ბიზნეს წესების, User Story-ების, Acceptance Criteria-სა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მართვა; - არსებული ბიზნეს პროცესების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, მათი გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ასევე მიმდინარე (AS-IS) და მიზნობრივი (TO-BE) პროცესების აღწერა; - ბიზნეს პროცესების, სისტემური ურთიერთქმედებებისა და მომხმარებლის სცენარების შესაბამისი მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით მოდელირება; - პროდუქტის ან პროექტის მოთხოვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მონაწილეობა, მათ შორის მოთხოვნების დაზუსტების, პრიორიტეტიზაციისა და refinement-ის პროცესებში; - ბიზნეს მოთხოვნებსა და ტექნიკურ გადაწყვეტებს შორის შესაბამისობის უზრუნველყოფა და ბიზნეს და ტექნიკურ გუნდებს შორის ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობა; - მოთხოვნებში არსებული ბუნდოვანებების, წინააღმდეგობების, რისკებისა და დამოკიდებულებების იდენტიფიცირება და მათი შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან დამუშავება; - სისტემებს შორის ინტეგრაციებთან, მონაცემთა ნაკადებსა და API-ებთან დაკავშირებული მოთხოვნების ანალიზში მონაწილეობა შესაბამის ტექნიკურ გუნდთან თანამშრომლობით; - UI/UX დიზაინერებთან, დეველოპერებთან, QA სპეციალისტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობა პროდუქტისა და სისტემების მოთხოვნების სათანადოდ ჩამოყალიბებისა და განხორციელების მიზნით; - პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროცესში მოთხოვნების დაზუსტებასა და წარმოშობილი საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა; - ტესტირების პროცესისთვის საჭირო ბიზნეს სცენარების, Acceptance Criteria-ს, UAT სცენარებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და მართვაში მონაწილეობა; - მომხმარებლის მიერ მიღების პროცესში (User Acceptance Testing – UAT) მონაწილეობა და განხორციელებული ფუნქციონალის შეთანხმებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება; - სისტემის/პროდუქტის შესახებ სრული ფუნქციური, ტექნიკური და საოპერაციო დოკუმენტაციის პორტფელის შექმნა, წარმოება, განახლება და მართვა, მათ შორის ბიზნეს ანალიზის დოკუმენტაციის, მოთხოვნების, პროდუქტისა და ფუნქციონალის აღწერების, პროცესების დოკუმენტაციის, ტესტირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და სხვა შესაბამისი მასალების; - სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების ანალიზსა და ცვლილებების მართვის (Change Management) პროცესში მონაწილეობა, მათ
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.