ოპერატორი
იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "ბლექ სი დისთრიბუშენი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული-კვირაში 40 საათი ანაზღაურება: 1000-1500₾
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- 1-2 წლიანი გამოცდილება ლოგისტიკის ან საოპერაციო მხარდაჭერის პოზიციაზე;
- პროგრამა Apex-ში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია გამოცდილება ERP სისტემებთან და RS.GE პორტალთან მუშაობაში
ფუნქცია-მოვალეობები:
- ERP სისტემის და დოკუმენტაციის ნაკადის მართვა;
- RS.GE პორტალის მართვა;
- საწყობის მხარდაჭერა;
- დაბრუნების ლოგისტიკის მართვა;
- ოპერაციული მხარდაჭერა და რეპორტინგი
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
- საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.