8681 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

KBJSD67K გამოქვეყნდა 7 სექ 8 ნახვა

სს პეისერა ბანკი საქართველო

სს პეისერა ბანკი საქართველო

სალაროს უფროსი

სს პეისერა ბანკი საქართველო გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება ფინანსები / ბუღალტერია
₾1550 / თვეში ბოლო ვადა:

პეისერა ბანკი არის ევროკავშირის მიერ ლიცენზირებული ციფრული ბანკი, რომელსაც მილიონზე მეტი მომხმარებელი ენდობა მსოფლიოში. ჩვენ ციფრულ გადახდებს ვხდით მარტივს, როგორც ელექტრონული კომერციისთვის და რითეილ სფეროსთვის, ასევე ყოველდღიური ფინანსური ოპერაციებისთვის. მსოფლიოს მასშტაბით 800-ზე მეტი თანამშრომელი, აერთიანებს ახალ იდეებსა და საერთაშორისო კომპანიისთვის დამახასიათებელ სტაბილურობას. თუ ხარ მოტივირებული, ცნობისმოყვარე და მზად ხარ განვითარებისთვის AI-ზე ორიენტირებულ გარემოში, პეისერა ბანკი შენთვის შესაფერისი ადგილია.

პეისერა ბანკი საქართველოს გუნდში აქტიურად ვეძებთ ახალ თანამშრომელს სალაროს უფროსის პოზიციაზე.

რას გააკეთებ?

  • პასუხისმგებლობის ფარგლებში კლიენტების მომსახურება, კონსულტირება, მხარდაჭერა და სრული საბანკო სერვისის გაწევა;
  • საეჭვო და გადასახდელად უვარგისი კუპიურების გამოვლენის ფაქტზე რეაგირება;
  • სალაროში თანხის ზედმეტონა/დანაკლისის ფაქტზე შესაბამისი რეაგირება;
  • სალაროს დღიური საბუთების მენეჯმენტი;
  • ვალუტის გაცვლითი ოპერაციები, ნაღდი ფულის შემოსავალ/გასავლის ოპერაციები;
  • ყადაღებთან დაკავშირებული კორესპონდენციის წარმოება;
  • შესაბამისობისა და AML რეგულაციების ფარგლებში საეჭვო ტრანზაქციის განხორციელებისას შესაბამის განყოფილებებთან თანამშრომლობა;
  • ნაღდი ფულის მოძრაობისა და სალაროს ბალანსის კონტროლი;
  • ინკასაციის პროცესის მართვა და კონტროლი;
  • მოლარეების სამუშაო პროცესის მონიტორინგი და მართვა;
  • შიდა რეგულაციების და პროცედურების დაცვა.

მნიშვნელოვანი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომერციულ ბანკში ან/და ფინანსურ სექტორში მოლარის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • MS Office ( Word, Excel, PowerPoint, Outlook)

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30 - 18:00 On-site

ჩვენ გთავაზობთ:

  • განვითარების საშუალებას;
  • პროფესიონალი გუნდის მხარდაჭერას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში 5 ოქტომბრამდე გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე: და სათაურის ველში მოუთითოთ პოზიციის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კადიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

*თქვენი რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის ან სხვა ინფორმაციის ბანკისთვის გაზიარებით, თქვენ ეთანხმებით, რომ ბანკმა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანტურ პოზიციებზე ან სტაჟირებაზე შერჩევის მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სს პეისერა ბანკი საქართველო
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის