ოპტიკური ქსელის ტექნიკოსი
"GE NET" (ჯინეტი) აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის ტექნიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი განაკვეთი: სრული
სამუშაოს აღწერილობა:
- მაგისტრალური და სააბონენტო ოპტიკური ქსელის მონტაჟი;
- ახალი აბონენტების ჩართვა;
- დროფ კაბელის დამაგრება და აბონენტამდე მიყვანა;
- ტექნიკური დავალებების შესრულება დადგენილ ვადებში;
- ქსელში არსებული ხარვეზების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა;
- მომხმარებელთან პროფესიული კომუნიკაცია და სამუშაოს ხარისხიანი დასრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ოპტიკურ კაბელთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- ტექნიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
ანაზღაურება (შედეგზე დაფუძნებული სისტემა):
თვიური შემოსავალი იწყება 1000 ლარიდან და აქტიური მუშაობის შემთხვევაში აღწევს 1900 ლარს და მეტსაც (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი + სატრანსპორტო კომპენსაცია, შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით);
- გამოსაცდელი ვადის პერიოდში: ფიქსირებული 900 ლარი (3 თვე);
- გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი;
- საკუთარი ავტომობილის გამოყენების შემთხვევაში: დამატებით 500 ლარი სატრანსპორტო კომპენსაცია;
ბონუს სისტემა:
- მაგისტრალური ოპტიკური კაბელის მონტაჟი/დაჭიმვა - 0.10 ლარი მეტრზე;
- ფიზიკური პირის ინსტალაცია - 5 ლარი;
- იურიდიული პირის ინსტალაცია - 10 ლარი;
- ბიზნეს მომხმარებლის მოძიებისა და წარმატებით ჩართვის შემთხვევაში, თანამშრომლის ინიციატივა და კომუნიკაციური უნარი წახალისდება ბონუსით — დაერიცხება 1 თვის სააბონენტო გადასახადის სრული ოდენობა, მომხმარებლის მიერ არჩეული პაკეტის შესაბამისად.
მნიშვნელოვანი პირობა:
- ინსტალაცია ჩაითვლება დასრულებულად მხოლოდ ტექნიკური სტანდარტის და ხარისხის კონტროლის შემდგომ;
- არასწორი მონტაჟის შედეგად წარმოქმნილი ხარვეზის აღმოფხვრა განხორციელდება დამატებითი ანაზღაურების გარეშე.
დამატებითი ინფორმაცია:
- კომპანია უზრუნველყოფს პროფესიულ განვითარებას და სტაბილურ თანამშრომლობას;
- ვეძებთ პასუხისმგებელ და გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ კანდიდატს.
- ეს პოზიცია არ არის დროებითი ან შემთხვევითი დასაქმებისთვის.
გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოპტიკური ქსელის ტექნიკოსი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.