8348 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

KDYCW6XF გამოქვეყნდა 4 სექ 3 ნახვა

საცურაო აუზის ინსტრუქტორი

BTL Collection Hotels & Preference Hualing Tbilisi გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

BTL Collection Hotels & Preference Hualing Tbilisi არის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ზღვის სანაპიროზე, რომელიც სტუმრებს სთავაზობს გამორჩეულ სტუმარმასპინძლობას, თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და უნიკალურ გასტრონომიულ გამოცდილებას. სასტუმროს მართავს BTL Hospitality. სასტუმროს მფლობელია ჩინური კომპანია „Hualing Group“, ხოლო მმართველი კომპანიაა ფრანგული საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი „Hotels & Preference“. Hotels & Preference Hualing Tbilisi 2015 წელს გაიხსნა. სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას, რომელიც შექმნილია ნებისმიერი, მათ შორის ყველაზე მომთხოვნი სტუმრის კომფორტისა და კმაყოფილების უზრუნველსაყოფად: - თანამედროვე სტილის 246 სასტუმრო ნომერი - ნომრების რაოდენობით ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასტუმრო. - თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი 800 კვ.მ. საკონფერენციო დარბაზი; - დამატებით 6 შეხვედრების ოთახი; - გამორჩეული რეკრეაციული ცენტრი Be PURE, რომელიც მოიცავს: 25-მეტრიან დახურულ საცურაო აუზს; სპა ცენტრს; ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილ ფიტნეს დარბაზს.

სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ საერთაშორისო სამზარეულოსა და ქართული კერძების უნიკალური კომბინაცია სასტუმროს დასავლური სამზარეულოს რესტორანში Be CHIC. სასტუმროს ჩინურ რესტორან ENSEMBLE-ში სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ ავთენტური ჩინური კერძებითა და მყუდრო გარემოთი. სპორტის მოყვარულებს კი შეუძლიათ ისარგებლონ გამორჩეული სპორტ ბარით „Legends“, სადაც „Game Time“ კერძების მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი.

ჩვენ გთავაზობთ: - სასტუმროს მიერ უზრუნველყოფილ ყოველდღიურ კვებას; - ფასდაკლებებს სასტუმროს GYM-სა და სხვადასხვა ობიექტებში/სერვისებზე; - ჰარმონიულ პროფესიულ გარემოს, კონკურენტუნარიან ანაზღაურებასა და ბენეფიტებს; - ტრენინგებისა და განვითარების პროგრამებს, ასევე კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს; - კორპორატიულ სადაზღვევო პაკეტს; - გუნდურ მუშაობასა და თანამშრომლებზე ზრუნვაზე დაფუძნებულ კორპორაციულ კულტურას.

ამჟამად ვაცხადებთ ვაკანსიას საცურაო აუზის ინსტრუქტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები: - სხვადასხვა ასაკისა და უნარების მქონე სტუმრებისთვის ინდივიდუალური და ჯგუფური ცურვის გაკვეთილების ჩატარება; - ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად სასწავლო/სავარჯიშო გეგმების შემუშავება და უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა; - სტუმრების მოტივირება და მხარდაჭერა მათ მიერ დასახული საცურაო მიზნების მისაღწევად; - აუზის ტერიტორიაზე ჰიგიენისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვა; - აუზში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუმრების აქტივობების მონიტორინგი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით; - საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში სამაშველო და პირველადი დახმარების ღონისძიებების განხორციელება; - აუზის წესების დაცვაზე კონტროლი და სუფთა და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება; - აუზის ინვენტარისა და წყლის ხარისხის რეგულარული შემოწმება.

ძირითადი მოთხოვნები: - საცურაო ინსტრუქტორის შესაბამისი სერტიფიკატი; - ჯგუფურ ფიტნესსა და პერსონალურ ტრენინგში მუშაობის წინა გამოცდილება; - ძლიერი კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები; - სწავლებისადმი და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობისადმი ინტერესი და ენთუზიაზმი; - ლუქს კლასის სასტუმროში/რეზორტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - პირველადი დახმარების სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად.

თუ დაინტერესებული ხართ ჩვენი გუნდის წევრობით, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე:. გთხოვთ, ელ.ფოსტის ველში მიუთითოთ ის პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. დაკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

პერსონალური მონაცემების დამუშავება ამ ვაკანსიაზე თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარებით, კერძოდ, რეზიუმეს საკონტაქტო ელ. ფოსტაზე გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ „Hotels & Preference Hualing Tbilisi“-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები კანდიდატის სახით, მიმდინარე და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი შესაბამისობის განსაზღვრისა და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. ზემოაღნიშნული მიზნით, თქვენი პერსონალური ინფორმაცია „Hotels & Preference Hualing Tbilisi“-ის მიერ შეინახება და დამუშავდება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის განმავლობაში.

თქვენ გაქვთ უფლება: - მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების შესახებ, რომლებსაც „Hotels & Preference Hualing Tbilisi“ თქვენს შესახებ ამუშავებს; - მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შესწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. - აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე:

სამომავლო ვაკანსიებისთვის რეზიუმეს შენახვა თუ გსურთ, რომ თქვენი რეზიუმე განიხილებოდეს სასტუმროს სამომავლო ვაკანსიებზე, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და შესაბამისი თანხმობა ელ. ფოსტაზე, სათაურით „Reserve“. მიღებული ინფორმაცია განთავსდება კანდიდატთა რეზერვში და დაგიკავშირდებით იმ შემთხვევაში, თუ გამოჩნდება ვაკანსია, რომელიც შეესაბამება თქვენს ინტერესებს, ცოდნასა და გამოცდილებას. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი რეზიუმე რეზერვში შეინახება 1 (ერთი) წლის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ რეზიუმე წაიშლება. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ვაკანსიისთვის მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის ნაცვლად წარმოადგენს სხვა დოკუმენტს/ინფორმაციას, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ და/ან განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიისთვის დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ აღნიშნული მონაცემები ავტომატურად განადგურდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
BTL Collection Hotels & Preference Hualing Tbilisi
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის