გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

KJPTV8ZZ გამოქვეყნდა 4 ნოე 15 ნახვა

ძირითადი საშუალებების ბუღალტერი

მეღვინეობა ხარება გარე განცხადება
₾2500 / თვეში −11% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,811 ₾ · 23 განცხადება ბოლო ვადა: 5 დეკ
შესვლა და განაცხადი

ღვინის მწარმოებელი კომპანია "ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას ძირითადი საშუალებების ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული; ორშაბათი-პარასკევი სამუშაო განაკვეთი: 08:30-17:30 სთ-მდე ანაზღაურება: გამოსაცდელი პერიოდი 2500 ლარი, შემდგომ 3000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • ძირითადი საშუალებების შეძენის პირველადი დოკუმენტების გადამოწმება და შესაბამისი შესყიდვის ორდერების გადაკეთება პროგრამაში;
  • ძირითადი საშუალებებისთვის საინვენტარო ნომრის მინიჭება და დასტიკერება;
  • RS პორტალზე მუშაობა, ძირითად საშუალებებზე მიღებული ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების კონტროლი, დადასტურება, შიდა გადაზიდვის ზედნადებების ატვირტვა;
  • ძირითადი საშუალებების გაყიდვის ორდერების პროგრამული გაკეთება და შესაბამისი ზედნადებების და ანგარიშგების ფაქტურების ატვირთვა RS პორტალზე;
  • ძირითადი საშუალებების ჩამოწერის აქტების მომზადება და ბალანსიდან ჩამოწერა;
  • ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციისთვის რეპორტების მომზადება და ინვენტარიზაციის პროცესში სრული ჩართულობა;
  • ყოველწლიურად ქონების დეკლარაციისთვის ძირითადი საშუალებების სიის მომზადება და მთავარი ბუღალტრისთვის მიწოდება;
  • ცენტრალური ოფისის სასაწყობე ნაშთების კონტროლი, ფაქტობრივი ნაშთების აღწერა და პროგრამული ნაშთებთან დადარება სხვაობების გამოვლენილის მიზნით.
  • რეგიონალური სასაწყობე ნაშთების პროგრამულ ნაშთებთან შედარება და სხვაობის გამოვლენა. შესაბამისი კორექტირებების უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • MS Dynamics Navision ან 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება ბაკალავრი;
  • მსგავს პოზიციაზე ან ზოგადად ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით ექსელის კარგად ცოდნა;
  • ბასს 16 ცოდნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდურობა;

"ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ძირითადი საშუალებების ბუღალტერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა