დღის ოპერატორი
მომსახურების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია ეძებს ენერგიულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ ადამიანს დღის ოპერატორის პოზიციაზე.
რას მოიცავს პოზიცია? - შემომავალი სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების დამუშავება; - მომხმარებლებისგან შეკვეთების მიღება და შესაბამის სისტემაში დაფიქსირება; - შეკვეთების კოორდინაცია და პროცესის შესაბამის პირებთან კომუნიკაცია; - მძღოლებისთვის საჭირო ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება; - მძღოლების მხრიდან წარმოქმნილ შესაძლო ტექნიკურ ან სხვა ტიპის პრობლემებზე დროული რეაგირება;
ვის ვეძებთ? - ქოლ/ცენტრის - ოპერატორის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; - ქართულ ენაზე მკაფიო და გამართული კომუნიკაციის უნარი; - კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები; - პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და სამუშაოსადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება; - დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
ტრენინგი სამუშაოს დაწყებამდე თანამშრომელს ჩაუტარდება საჭირო ტრენინგები ადგილზე, რომლის ფარგლებშიც გაეცნობა სამუშაო სპეციფიკას, გამოყენებულ სისტემებსა და სამუშაო პროცესის ძირითად პრინციპებს.
სამუშაო პირობები - გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 ან 09:00-18:00 - ანაზღაურება: 1600 ლარი დარიცხული.
ჩვენთან მუშაობისას მიიღებთ: - სტაბილურ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს; - გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობას; - ახალი უნარებისა და პროფესიული გამოცდილების განვითარების პერსპექტივას; - დინამიკურ სამუშაო პროცესს, სადაც ყოველდღიურად განსხვავებული სიტუაციების მართვა მოგიწევთ.
თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვის საინტერესოა და აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე აპლიკაციის ფორმის საშუალებით: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdfhSFFhqi-ccvX18Et7PWhiPp2xGtoA9Aer0jKqiSdbEVnLQ/viewform?usp=header
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.