9880 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

KSEEAV35 გამოქვეყნდა 12 ოქტ 61 ნახვა

პანექსი

პანექსი

საწარმოო ხაზის უნივერსალური ოპერატორი

პანექსი გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾1000 / თვეში ბოლო ვადა: 10 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

სს „პანექსი“ — საქართველოში პოლიურეთანის სენდვიჩ პანელების პირველი ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია, რომელიც 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოების სექტორში ლიდერის პოზიციას იკავებს.

„პანექსი“ მუდმივად ვითარდება, ახორციელებს ინვესტიციებს თანამედროვე ტექნოლოგიებში, აფართოებს საწარმოო შესაძლებლობებს და მომხმარებელს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებულ, მაღალი ხარისხის პროდუქციასა და მომსახურებას.

ჩვენი წარმატების საფუძველი პროფესიონალი, პასუხისმგებლიანი და მოტივირებული თანამშრომლები არიან. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სტაბილური სამუშაო გარემოს შექმნას, თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და მათი შრომის სათანადო დაფასებას.

შემოუერთდი „პანექსის“ გუნდს და გახდი საქართველოში თანამედროვე ინდუსტრიული წარმოების განვითარების ნაწილი!

კომპანია „პანექსი“ აცხადებს ვაკანსიას საწარმოო ხაზის უნივერსალური ოპერატორის პოზიციაზე, ქ. რუსთავში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები - საწარმოო ხაზის შეუფერხებელი და ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფა; - საწარმოო პროცესისთვის საჭირო ნედლეულისა და მასალების დროული და უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა; - საწარმოო დანადგარების მუშაობის მონიტორინგი და ტექნოლოგიური პროცესების კონტროლი; - წარმოებული პროდუქციის რაოდენობრივი, ვიზუალური და ხარისხობრივი კონტროლი; - სენდვიჩ პანელების წარმოებისას დადგენილი ხარისხის სტანდარტებისა და ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვა; - საწარმოო დანადგარებისა და ინვენტარის სათანადო მოვლა, გაუმართაობის გამოვლენა და უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება; - სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა; - შრომის უსაფრთხოების წესებისა და საწარმოო დისციპლინის დაცვა; - უშუალო ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრული სხვა სამუშაო დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - საწარმოო ხაზის ოპერატორად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - სასურველია საწარმოო დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება და ტექნიკური პროცესების ზოგადი ცოდნა; - რუსული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - ახალი ტექნოლოგიებისა და სამუშაო პროცესების ათვისების მზაობა.

პიროვნული თვისებები - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დისციპლინირებულობა და ორგანიზებულობა; - შრომისმოყვარეობა და დეტალებისადმი ყურადღება; - გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი; - პროფესიული განვითარებისა და ახალი ცოდნის მიღების სურვილი.

რას გთავაზობთ? „პანექსში“ დასაქმება ნიშნავს სტაბილურ სამუშაო გარემოს, თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიებთან მუშაობისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. - ფიქსირებული ანაზღაურება — 1 000 ლარი (ხელზე ასაღები); - მიმზიდველი საბონუსე სისტემა, დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობით; - კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა; - თანამედროვე საწარმოო გარემო და ტექნოლოგიებთან მუშაობის შესაძლებლობა; - პროფესიული უნარების განვითარებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა; - გუნდური, თანამშრომლობაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო; - სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში დასაქმება. - სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, თბილისი–წითელი ხიდის საავტომობილო გზის მე-17 კმ.

როგორ შემოგვიერთდეთ? დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV/რეზიუმე და ელექტრონული წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება — „საწარმოო ხაზის უნივერსალური ოპერატორი“.

გახდი „პანექსის“ გუნდის წევრი — განავითარე შენი პროფესიული შესაძლებლობები და შექმენი წარმატებული მომავალი ჩვენთან ერთად!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/JJc87g8e

გმადლობთ დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

Apex Support Services

Apex Support Services თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1800–3100 15 ოქტ

რეგისტრატორი - ბათუმი

ახალი
რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი უნივერსი ბათუმი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი გარე განცხადება
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა