მაღაზიის მენეჯერი
გამომცემლობა "დიოგენე" აცხადებს ვაკანსიას საგანმანათლებლო მიმართულების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება მიზნობრივ აუდიტორიასთან სისტემური კომუნიკაციის ჩამოყალიბებაზე, პარტნიორული ქსელის გაფართოებასა და საგანმანათლებლო პროდუქტების გაყიდვების განვითარებაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სკოლებთან, მასწავლებლებთან, უნივერსიტეტებსა და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის სისტემის შექმნა და მართვა;
- პოტენციური კლიენტებისა და პარტნიორების მოძიება, საკონტაქტო ბაზის განვითარება და რეგულარული თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
- საგანმანათლებლო პროდუქტების წარდგენის მიზნით შეხვედრების, პრეზენტაციებისა და ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება;
- მიზნობრივი აუდიტორიის საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი კომერციული შეთავაზებებისა და თანამშრომლობის პაკეტების მომზადება;
- მოლაპარაკებების წარმოება, პარტნიორული შეთანხმებების მიღწევა და მათი შესრულების კოორდინაცია;
- სასკოლო გამოწერების, ორგანიზაციებზე გაყიდვებისა და კორპორაციული შეკვეთების განვითარება;
- სამუშაო გეგმების მომზადება და მიღწეული შედეგების ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბიზნესის განვითარების, გაყიდვების ან პარტნიორული ურთიერთობების მართვის გამოცდილება;
- ეფექტიანი კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- კომერციული შეთავაზებებისა და საქმიანი დოკუმენტების მომზადების უნარი;
- სამუშაო პროცესების დაგეგმვის, ორგანიზებისა და დამოუკიდებლად მართვის უნარი;
- საოფისე პროგრამებთან, მათ შორის ელექტრონულ ცხრილებსა და საპრეზენტაციო პროგრამებთან მუშაობის უნარი;
- გამართული ზეპირი და წერილობითი ქართული;
- ინიციატივიანობა, პასუხისმგებლობა და გაზომვად შედეგებზე ორიენტაცია.
საგანმანათლებლო ან საგამომცემლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება და წინასწარ შეთანხმებული შედეგობრივი მაჩვენებლების (KPI) შესრულებაზე დამოკიდებული ბონუსი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მისამართზე და წერილის სათაურში მიუთითეთ: "საგანმანათლებლო მიმართულების განვითარების მენეჯერი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.