8,745 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

M013Q2HK გამოქვეყნდა 22 სექ 3 ნახვა

დიოგენე

დიოგენე

მაღაზიის მენეჯერი

დიოგენე გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 23 ოქტ

გამომცემლობა "დიოგენე" აცხადებს ვაკანსიას საგანმანათლებლო მიმართულების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება მიზნობრივ აუდიტორიასთან სისტემური კომუნიკაციის ჩამოყალიბებაზე, პარტნიორული ქსელის გაფართოებასა და საგანმანათლებლო პროდუქტების გაყიდვების განვითარებაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სკოლებთან, მასწავლებლებთან, უნივერსიტეტებსა და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის სისტემის შექმნა და მართვა;
  • პოტენციური კლიენტებისა და პარტნიორების მოძიება, საკონტაქტო ბაზის განვითარება და რეგულარული თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
  • საგანმანათლებლო პროდუქტების წარდგენის მიზნით შეხვედრების, პრეზენტაციებისა და ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება;
  • მიზნობრივი აუდიტორიის საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი კომერციული შეთავაზებებისა და თანამშრომლობის პაკეტების მომზადება;
  • მოლაპარაკებების წარმოება, პარტნიორული შეთანხმებების მიღწევა და მათი შესრულების კოორდინაცია;
  • სასკოლო გამოწერების, ორგანიზაციებზე გაყიდვებისა და კორპორაციული შეკვეთების განვითარება;
  • სამუშაო გეგმების მომზადება და მიღწეული შედეგების ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბიზნესის განვითარების, გაყიდვების ან პარტნიორული ურთიერთობების მართვის გამოცდილება;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • კომერციული შეთავაზებებისა და საქმიანი დოკუმენტების მომზადების უნარი;
  • სამუშაო პროცესების დაგეგმვის, ორგანიზებისა და დამოუკიდებლად მართვის უნარი;
  • საოფისე პროგრამებთან, მათ შორის ელექტრონულ ცხრილებსა და საპრეზენტაციო პროგრამებთან მუშაობის უნარი;
  • გამართული ზეპირი და წერილობითი ქართული;
  • ინიციატივიანობა, პასუხისმგებლობა და გაზომვად შედეგებზე ორიენტაცია.

საგანმანათლებლო ან საგამომცემლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება და წინასწარ შეთანხმებული შედეგობრივი მაჩვენებლების (KPI) შესრულებაზე დამოკიდებული ბონუსი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მისამართზე და წერილის სათაურში მიუთითეთ: "საგანმანათლებლო მიმართულების განვითარების მენეჯერი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
დიოგენე
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა