მელიორაციის სამსახურის უფროსი
ნათს ინქორფორეითიდ აცხადებს ვაკანსიას:
პოზიციის დასახელება: მელიორაციის სამსახურის უფროსი სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. მცხეთა, სოფელი ნიჩნისი განაკვეთი: სრული
ამ პოზიციის მიზანია მიწის მელიორაციის სამუშაოების მეთვალყურეობა, დაგეგმვა და კოორდინაცია, ამ საქმიანობით დაკავებული პერსონალის მუშაობის ხელმძღვანელობით.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის საკუთრებაში არსებული ნუშის ბაღების საირიგაციო სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და პროცესების სისტემატიზაცია
- სარწყავი რეჟიმების განსაზღვრა და დაგეგმვა, სისტემების რეგულირება და შეკეთება, რათა მოხდეს მისი გამართულად მუშაობა და წყლის სწორი მოცულობით მიწოდება
- მელიორაციის სპეციალისტთა გუნდის ხელმძღვანელობა, გუნდის წევრებისთვის მითითებების მიცემა, მათი შესრულებული საქმის მონიტორინგი და შეფასება
- მელიორაციის სპეციალისტთა ცვლების ეფექტური დაგეგმვა და მართვა
- საავარიო აქტივობების ორგანიზება და ჩატარება
- სხვადასხვა პროექტში ჩართულობა, საჭიროებისამებრ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/ სასურველი უნარ-ჩვევები:
- პროფესიული განათლება ან 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს როლზე
- ირიგაციის სისტემებისა და უსაფრთხოების პროცედურების კარგი ცოდნა
- კარგი ლიდერული თვისებები, ხალხის მართვის და სწორი დავალებების მიცემის უნარები
- დაგეგმვის კარგი უნარი
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2026 წლის 20 ნოემბრამდე გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ- ფოსტაზე და სათაურში "Subject" მიუთითოთ: მელიორაციის სამსახურის უფროსი.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.