8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

M13WGC9D გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

პროექტების მენეჯერი

Element Fit-Out გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

„Element Fit-Out“-ის საქმიანობა ეფუძნება ხარისხს, საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე ხედვას. 2025 წელს დაარსებულმა კომპანიამ მოკლე დროში შეძლო ბაზარზე სანდო და პროფესიონალი პარტნიორის პოზიციის დამკვიდრება. კომპანია მომხმარებლებს სრულ, კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს — კონცეფციის შექმნიდან და პროექტის დაგეგმვიდან დაწყებული, ინტერიერის დიზაინისა და მაღალი ხარისხის სარემონტო სამუშაოების სრულად განხორციელების ჩათვლით. „Element Fit-Out“-ის მიერ განხორციელებული პროექტები გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, მაღალი ხარისხის შესრულებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტური ინტეგრაციით. ამ ეტაპზე ვეძებთ გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ პროფესიონალს, რომელიც პროექტების მენეჯერის პოზიციას დაიკავებს. „Element Fit-Out აცხადებს ვაკანსიას სარემონტო სამუშაოების/Fit-Out პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები: - Fit-Out და შიდა სარემონტო პროექტების სრული მართვა — დაგეგმვიდან საბოლოო ჩაბარებამდე; - პროექტის სამუშაოების ორგანიზება და ვადების, ბიუჯეტის, ხარისხისა და რესურსების ეფექტური მართვა; - სამუშაოების დეტალური გეგმა-გრაფიკის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი; - საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა, ანალიზი და პროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; - შიდა სარემონტო, Fit-Out და საინჟინრო სამუშაოების კოორდინაცია და შესრულების კონტროლი; - შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; - პროექტის მიმდინარეობისას წარმოშობილი ტექნიკური საკითხებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი ეფექტური გადაწყვეტის უზრუნველყოფა; - დამკვეთთან, არქიტექტორთან, ინჟინრებთან, ქვეკონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაცია; - პროექტთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება და სამუშაო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფა; - პროექტის რისკების დროული იდენტიფიცირება და მათი პრევენციისა და მართვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; - პროექტის გუნდის ხელმძღვანელობა, სამუშაოების გადანაწილება და შესრულების კონტროლი; - ადამიანური რესურსების დაგეგმვა და საჭიროების შემთხვევაში, პროექტისთვის შესაბამისი კადრების შერჩევის პროცესში მონაწილეობა; - ადგილობრივ მმართველობის ორგანოებთან საჭირო კომუნიკაციის უზრუნველყოფა; - პროექტის მოქმედ კანონმდებლობასთან, შრომის უსაფრთხოების ნორმებსა და შესაბამის სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი; - რეგულარულ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშგება; - ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება; - პროექტის ფარგლებში საჭირო პროფესიული რეკომენდაციების გაცემა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების შეთავაზება; - პროექტის დადგენილ ვადებში, დამტკიცებული ბიუჯეტისა და ხარისხის მოთხოვნების შესაბამისად წარმატებით განხორციელებისა და ჩაბარების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილება; - პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Projec, Archicad, Autocad,Revit); - სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა; - სასურველია რუსული ენის ცოდნა;

უნარ-ჩვევები: - ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; - კრეატიულობა; - ორგანიზებულობა; - პუნქტუალურობა; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო პირობები: - სამუშაო განაკვეთი: სრული; - ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული; - სამუშაო ადგილი: თბილისი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: - სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო); - FitPass; - ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; - კომფორტულ სამუშაო გარემოს; - მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 2026 წლის 24 სექტემბრამდე გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას, არ განიხილოს თქვენი განაცხადი. თქვენი CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ Element Fit-Out LLC დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 1 წლის განმავლობაში. გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Element Fit-Out
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის