8,761 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

M1CR1BXM გამოქვეყნდა 21 სექ 0 ნახვა

UGT

UGT

რეცეფციის თანამშრომელი/ადმინისტრაციული ასისტენტი

UGT გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 22 ოქტ

კომპანია UGT-ში ვაცხადებთ ვაკანსიას რეცეფციის თანამშრომლის პოზიციაზე.

თუ გსურთ დაიწყოთ კარიერა დიდ და თანამედროვე კომპანიაში, მიიღოთ პირველი გამოცდილება, შეიძინოთ ახალი ცოდნა და განვითარდეთ თანამედროვე ტექნოლოგიურ კომპანიაში — ეს პოზიცია თქვენთვისაა.

კომპანიის შესახებ:

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდარვა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

რას ველით კანდიდატისგან?

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იყოთ:

  • თავაზიანი და კომუნიკაბელური;
  • პასუხისმგებლიანი და მოწესრიგებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • და რაც მთავარია — გქონდეთ სწავლისა და განვითარების სურვილი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სტუმრების/კლიენტების მიღება და გადამისამართება;
  • ვიზიტორებზე და თანამშრომლებზე დროებითი საშვის გაცემა / დაბრუნების აღრიცხვა და დღის განმავლობაში გაცემული ბარათების შესახებ ინფორმაციის მიწოდება HR დეპარტამენტისთვის;
  • შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა და საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლებთან გადამისამართება;
  • შემოსული ზარების აღრიცხვა და სტატისტიკის წარმოება;
  • ელექტრონულ ფოსტაზე თანამშრომელთა მხრიდან შემოსული წერილების კონტროლი და უკუკავშირი/მხარდაჭერა;
  • ტაქსის აპლიკაციაში თანამშრომელთა ნომრების დამატება;
  • თანამშრომლების მიერ ტაქსის სერვისით სარგებლობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა;
  • საწვავის ბარათების გაცემა და აღრიცხვა;
  • კორესპონდენციის და ამანათების მიღება-ჩაბარების წარმოება, აღრიცხვა და ადრესატისთვის გადაცემა;
  • შემოსული დოკუმენტაციის მიღება და გადაცემა შესაბამის პირებზე;
  • ხელმძღვანელისთვის განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ ანგარიშის გაგზავნა;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ენები:

  • აუცილებელია ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება:

  • სასურველია აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება.

დასაქმების პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • Fitpass

დამატებითი ინფორმაცია

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 21 ოქტომბრის ჩათვლით.

განაცხადის გასაკეთებლად, საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და გააკეთოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1180/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
UGT
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა