8825 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

M4H5TZDX გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

HVAC ინჟინერი

დომუს დეველოპმენტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "დომუს დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას HVAC ინჟინერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** წყალმომარაგების, გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების საპროექტო ნახაზების და სქემების მომზადება.

** HVAC და სანტექნიკური სისტემების დაგეგმარება და საინჟინრო გათვლების წარმოება სამშენებლო პროექტების მოთხოვნებიდან გამომდინარე.

** AutoCAD / ArchiCAD პროგრამებში ტექნიკური ნახაზების და დოკუმენტაციის მომზადება.

** სამშენებლო პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და ხანძარსაწინააღმდეგო პრობლემების იდენტიფიცირება, ანალიზი და დროული გადაჭრა.

** გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის სისტემების პროექტირება სხვადასხვა ტიპის შენობებისთვის.

** საპროექტო გადაწყვეტილებების შეთანხმება არქიტექტორებთან და სხვა საინჟინრო დისციპლინებთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით;

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება HVAC სისტემების პროექტირებაში, მათ შორის საინჟინრო გათვლების შესრულებაში;

** AutoCAD, ArchiCAD და ერთ-ერთი გათვლის პროგრამის (მაგ. HAP, Revit MEP ან მსგავსი) კარგად ფლობა;

** სასურველია საერთაშორისო ტექნიკური სტანდარტების ცოდნა და გამოყენების გამოცდილება;

** დეტალებზე ორიენტირებული მუშაობის უნარი და ეფექტური თანამშრომლობა სხვადასხვა დისციპლინის გუნდებთან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი ელექტრონულ მისამართზე არაუგვიანეს 2026 წლის 15 სექტემბრისა. გთხოვთ, ელფოსტის სახელის ველში მიუთითოთ: "HVAC/2026"

კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს დომუს ჯგუფი, მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით. მონაცემთა დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის შეფასება მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიებთან დაკავშირებით და დასაქმების გადაწყვეტილების მიღება. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. კანდიდატს უფლება აქვს: მოითხოვოს ინფორმაცია Domus-ის მიერ დამუშავებული საკუთარი პერსონალური მონაცემების შესახებ, მოითხოვოს მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. ნებისმიერი მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
დომუს დეველოპმენტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის