9,072 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

M5AGZGCX გამოქვეყნდა 17 სექ 3 ნახვა

ჰანიველ ცემენტი

ჰანიველ ცემენტი

ანაზღაურებადი სტაჟირება ბეტონის ქარხნის ლაბორატორიაში

ჰანიველ ცემენტი გარე განცხადება
ბათუმი სტაჟირება სხვა
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 18 ოქტ

"ჰანიველ ცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში, ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

"ჰანიველ ცემენტი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბეტონის ქარხნის ლაბორატორიაში ქ. ბათუმში.

სამუშაო ლოკაცია: ბათუმი, შანიძის ჩიხი #8 სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (კვირაში ორი დღე დასვენება) სტაჟირების პერიოდი: 3-6 თვე (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით) ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სტაჟირების პროგრამის პერიოდის განმავლობაში პოზიციის ფუნქცია-მოვალეობების ათვისება;
  • ქვიშა-ღორღის, ცემენტის, ხრეშისა და ბეტონის ანალიზების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
  • სამშენებლო უბანზე ვიზიტი, სინჯების მომზადების მიზნით;
  • ბეტონის ტესტირება ლაბორატორიულ და ქარხნულ პირობებში;
  • ბეტონის შემადგენლობის გაანგარიშებაში ჩართულობა;
  • მივლინება რეგიონებში არსებულ ბეტონის ქარხნებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო სფეროში
  • MS Office მუშაობის გამოცდილება
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი

ჰანიველ ცემენტში თანამშრომლებზე ზრუნვა რეალური ფასეულობაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა იგრძნოს სტაბილურობა, მხარდაჭერა და ჰქონდეს განვითარების მუდმივი შესაძლებლობა. ამ მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ბენეფიტების სისტემა, რომელიც მოიცავს:

  • ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პრემიუმ დაზღვევას საუკეთესო პირობებით ყველა თანამშრომლისთვის
  • სრულად ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას ორივე მშობლისთვის
  • ფინანსურ მხარდაჭერას ბავშვის შეძენის შემთხვევაში
  • უფასო სასაუბრო დროს და ინტერნეტს

ჩვენი მიზანია, შევქმნათ სამუშაო სივრცე, სადაც კომფორტი, უსაფრთხო გარემო და მოტივაცია ყოველდღიურობის ნაწილია.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სტაჟიორი ბეტონის ქარხნის ლაბორატორიაში (ბათუმი).

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

"ჰანიველ ცემენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ჰანიველ ცემენტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა