მზარეულის დამხმარე
"იუჯი სკოლა" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.
"იუჯი სკოლა" არის საერთაშორისო სკოლა, რომელიც ახორციელებს სწავლებას როგორც ქართულ, ასევე ბრიტანულ (Cambridge Pathway) პროგრამაზე. ის სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების განათლებას და თანამედროვე მეთოდებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და მომავალი ლიდერების აღზრდას.
სამუშაო აღწერა:
- სრული განაკვეთი: 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ან 08:00 საათიდან 17:00 საათამდე
- დასვენება: შაბათი, კვირა
მოთხოვნები:
- შესაბამისი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ფუნქცია-მოვალეობები:
- მზარეულის მითითებით საკვები პროდუქტების მომზადება HACCP-ის სტანდარტის მიხედვით;
- მზარეულის დახმარება კერძების მომზადების პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში;
- საკვები პროდუქტების მიღების, განთავსებისა და სამზარეულოში გადაადგილების პროცესში დახმარება;
- სამზარეულოს ინვენტარისა და მოწყობილობების უსაფრთხოდ გამოყენება და დაზიანების/გაუმართაობის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირის დაუყოვნებლივ ინფორმირება;
- შრომის უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოებისა და სკოლის შიდა წესების დაცვა.
უნარები:
- ორგანიზებული;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლიანი;
- შრომისმოყვარე;
- ჰიგიენის სტანდარტების დაცვით მუშაობის უნარი;
- პუნქტუალური;
სკოლაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: (მხოლოდ დასაქმების შემთხვევაში)
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ავტობიოგრაფია/CV;
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; (დიპლომი)
- ფოტოსურათი ¾-ზე დაბეჭდილი და ციფრული ფორმით;
- კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
- ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლეობის შესახებ;
- უფლების ჩამორთმევის შესახებ;
- ჯანმრთელობის ცნობა;
- 2 სარეკომენდაციო წერილი - რეკომენდატოტრი პირების საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.
საკონტაქტო ნომერი: 599 027608
მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. N 77ა.
იუჯი სკოლაში შრომით ურთიერთობასა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში აკრძალულია დისკრიმინაცია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.