9860 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

MEF0WXET გამოქვეყნდა 20 ოქტ 19 ნახვა

ბუღალტერი

ჯორჯიან ეარვეის გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 21 ნოე

ა/კ "ჯორჯიან ეარვეისი" "Georgian Airways" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბუღალტრო პროგრამაში ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვის უზრუნველყოფა და კონტროლი; ** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადება, შესაბამისი დეპარტამენტისთვის მიწოდება, პროგრამული აღრიცხვა-მონიტორინგი, დოკუმენტების მატერიალურად და ელექტრონულად დაარქივება; ** სალაროს/ბანკის ოპერაციების შესრულება / პროგრამული აღრიცხვა; ** ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული/ჩარიცხული თანხების კონტროლი; ** მარაგების აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი, კონტროლი; ** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, კონტროლი; ** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება, დებიტორებთან წერილობითი კომუნიკაცია დავალიანებების შედარებისა და ჩარიცხვების დროულად განხორციელების უზრუნველსაყოფად; ** შემოსავლების სამსახურის პორტალზე ატვირთული კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი; ** კომპანიის ფინანსური პოლიტიკით გათვალისწინებული თვის / წლის დახურვაში მონაწილეობის მიღება; ** ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, აუდიტის, ან მომიჯნავე განხრით ** საბუღალტრო პროგრამა Balance-ის ცოდნა ** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (ექსელი, ვორდი, ინტერნეტ ბანკი) ** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო სტანდარტების საფუძვლების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • სამუშოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • განვითარებაზე ორიენტირებული
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-19:00 (მათ შორის 1-საათიანი შესვენება)
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ავლაბარი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელ-ფოსტაზე სასურველია CV-ის გამოგზავნისას მიუთითოთ, რა მოლოდინი გაქვთ ხელფასთან დაკავშირებით. აუცილებელია ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და მიმაგრებულ ფაილზე მიუთითოთ სახელი, გვარი ლათინური შრიფტით. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

მთავარი ბუღალტერი

ახალი
ჩერნოვეცკის ფონდი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია მიმართე აქ
₾6000 +98% ჩვეულებრივთან შედარებით 21 ოქტ

უფროსი ბუღალტერი

ახალი
აიდიეს ბორჯომი თბილისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია დაზღვევა · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

სერვის კონსულტანტი

ახალი
კრედო ბანკი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია დაზღვევა · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

ბუღალტერი

ახალი
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია დაზღვევა · განცხადებაში მიმართე აქ
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა