გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

MN1H36AD გამოქვეყნდა 11 ნოე 0 ნახვა

იურისტი

Construction Service გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სამართალი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 12 დეკ
შესვლა და განაცხადი
ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში

შპს "Construction Service" წარმოადგენს წამყვან სამშენებლო და საწარმოო კომპანიას, რომლის საქმიანობა მოიცავს მასშტაბური სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, აგრეთვე ლითონკონსტრუქციების წარმოებას საკუთარ საწარმოში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: http://www.cs.ge/

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამოქალაქო, კორპორაციული და შრომითი ხელშეკრულებების მომზადება, განხილვა და სამართლებრივი ექსპერტიზა;
  • კომპანიის საკუთრებაში არსებული ლითონკონსტრუქციების წარმოებისა და მიწოდების პროცესთან დაკავშირებული კომერციული ხელშეკრულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
  • დამკვეთებთან, ქვეკონტრაქტორებთან ან მიმწოდებლებთან წარმოშობილი სახელშეკრულებო დავების (პრეტენზიები, საარბიტრაჟო ან სასამართლო საქმეები) მართვა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
  • კომპანიის წარმომადგენლობა მესამე პირებთან, სასამართლოებსა და სახელმწიფო უწყებებში;
  • საკანონმდებლო სიახლეების მონიტორინგი და შიდა პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ერთეულებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრი / მაგისტრი);
  • მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე (სასურველია სამშენებლო ან საწარმოო სფეროში);
  • საქართველოს სამოქალაქო, შრომისა და ადმინისტრაციული კანონმდებლობის ღრმა ცოდნა;
  • ქართული ენა სრულყოფილად; ინგლისური ცოდნა B2.
  • MS Office პროგრამების სრულყოფილი ფლობა.

კომპეტენციები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტაცია;
  • არგუმენტირებული მსჯელობისა და გადაწყვეტილებების დროულად მიღების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

მნიშვნელოვანია: ელფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "იურისტი".

თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ მითითებული პერსონალური მონაცემები არის ზუსტი და გეკუთვნის თქვენ.

შპს "Construction Service" თქვენს მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის შეფასებისა და რეკრუტინგის პროცესის წარმართვის მიზნით.

თქვენი პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ უფლებამოსილი პირებისთვის და შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. თქვენი რეზიუმე (CV) შესაძლოა განხილულ იქნეს შპს "Construction Service"-ის სხვა შესაბამის ვაკანტურ პოზიციებზეც, მხოლოდ თქვენი წინასწარი თანხმობის საფუძველზე.

თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს, გაქვთ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები, მათ შორის, თქვენს შესახებ არსებული მონაცემების გაცნობის, გასწორების, განახლების, წაშლისა და დამუშავების შეზღუდვის მოთხოვნის უფლება. აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელფოსტაზე.

შპს "Construction Service" იზიარებს თანასწორი შესაძლებლობებისა და პროფესიული მრავალფეროვნების პრინციპებს. კომპანია უზრუნველყოფს კანდიდატთა შეფასებას მათი კვალიფიკაციის, პროფესიული გამოცდილებისა და პოზიციის მოთხოვნებთან შესაბამისობის საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა