სუ შეფი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სუ შეფის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
სამზარეულოს მართვა და ორგანიზება
- სამზარეულოს ყოველდღიური სამუშაო პროცესის კონტროლი.
- პერსონალის სამუშაოს განაწილება და კოორდინაცია.
- სამზარეულოში დისციპლინისა და წესრიგის დაცვა.
საკვების ხარისხის კონტროლი
- კერძების ხარისხის, გემოსა და ვიზუალური მხარის კონტროლი.
- რეცეპტებისა და ტექნოლოგიური ბარათების დაცვა.
- ულუფების და პროდუქტის ნორმების კონტროლი.
- კერძების გაცემამდე მათი ხარისხის შემოწმება.
პროდუქციის კონტროლი
- პროდუქტების მიღებისა და ხარისხის შემოწმება.
- ვადებისა და შენახვის პირობების კონტროლი.
- FIFO პრინციპის დაცვა.
- ნაშთების კონტროლი და პროდუქციის დროული შეკვეთის უზრუნველყოფა.
- დანაკარგებისა და ჩამოწერების კონტროლი.
ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა
- სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვა.
- სამუშაო ზედაპირებისა და ინვენტარის სისუფთავის კონტროლი.
- ტემპერატურული რეჟიმების კონტროლი.
- უმი და მზა პროდუქტების განცალკევების უზრუნველყოფა.
- HACCP-ის მოთხოვნების შესრულება.
პერსონალის მართვა
- მენეჯმენტთან ეფექტური კომუნიკაცია.
სამუშაო პირობები
- გრაფიკი: 22-ზე, 09:30-დან 21:30-მდე;
- ლოკაცია: თბილისი, ალ. ყაზბეგის 44;
- ხელფასი: 2625 ლარი.
დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: 511714468