8836 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

MS57XPAR გამოქვეყნდა 29 სექ 7 ნახვა

ლა პანეტერია

ლა პანეტერია

პიცის მცხობელი

ლა პანეტერია გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 30 ოქტ

"ლა პანეტერია" აცხადებს ვაკანსიას პიცის მცხობლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • პიცის ცომის მომზადება დადგენილი რეცეპტისა და სტანდარტების შესაბამისად;
  • ინგრედიენტების წინასწარ მომზადება და სამუშაო სივრცეში სწორად განთავსება;
  • პიცის შეკვეთის შესაბამისად აწყობა და გამოცხობა;
  • მომზადებული პროდუქტის ხარისხისა და ვიზუალური სტანდარტის კონტროლი;
  • შეკვეთების დროულად და თანმიმდევრულად შესრულება;
  • ღუმელის, სამუშაო ინვენტარისა და სხვა მოწყობილობების სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება;
  • პროდუქციის ვარგისიანობის ვადებისა და შენახვის პირობების კონტროლი;
  • მარაგების ოპტიმალური მოხმარება და დანაკარგის შემცირება;
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
  • სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
  • HACCP-ის მოთხოვნების, ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის ნორმების დაცვა;
  • სამზარეულოს გუნდთან კოორდინირებული მუშაობა.

საჭირო უნარები:

  • პიცის მცხობლის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ცომთან მუშაობისა და პიცის გამოცხობის ტექნიკის ცოდნა;
  • დატვირთულ სამუშაო გარემოში სწრაფად და ხარისხიანად მუშაობის უნარი;
  • რამდენიმე შეკვეთის ერთდროულად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სისუფთავე, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე და 2 დასვენების დღე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გექნებათ, იმუშაოთ პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდეთ;
  • კომპანიის პროდუქტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ლა პანეტერია
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა