კონსულტანტი
"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
თანამდებობა: კონსულტანტი პროგრამა/პროექტი: ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროექტი დასაქმების ტიპი: სერვის ხელშეკრულება ხანგრძლივობა: მოკლევადიანი (30 კალენდარული დღე) ადგილმდებარეობა: თბილისი ანაზღაურბის დიაპაზონი : დარიცხული 3000 - 6000 ლარამდე
სამუშაო მიზანი:
კონსულტანტმა " საქართველოს კარიტასის" განათლების გაძლიერების პროექტის სპეციალისტებთან და ბავშვთა ადრეული განვითარების კოალიციასთან თანამშრომლობით უნდა შეიმუშაოს ინსტრუმენტი თემაზე: " ბუნებრივ საგანმანათლებლო გარემოში ბავშვთა ეფექტური ინტეგრაციის მხარდამჭერი ინსტრუმენტი და ადრეული განვითარების სპეციალისტების სამუშაო ჩარჩო."
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება, გამოცდილება, უნარები
- მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი ბავშვის ადრეულ განათლებაში.
- ადრეული განათლებისა და განვითარების სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება
- შშმ და სსსმ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე) ბავშვთა ადრეული ინტერვენციისა და ინკლუზიური განათლების საკითხებზე მუშაობის სიღრმისეული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, მათ შორის "ბუნებრივი გარემოს" კონცეფციის ფლობა.
- საგანმანათლებლო პროგრამების, კურიკულუმების, შეფასების ინსტრუმენტების (ჩეკ-ლისტები, პროტოკოლები), გზამკვლევების ან მეთოდოლოგიური მასალების დამოუკიდებლად შემუშავების წარმატებული გამოცდილება (სასურველია პორტფოლიოს წარდგენა).
- კვლევების დაგეგმვის, მონაცემთა შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგების (მათ შორის, საჭიროებების კვლევის) გამოცდილება. პუბლიკაციების ან ანალიტიკური დოკუმენტების ავტორობა/თანაავტორობა ჩაითვლება უპირატესობად.
- სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პერსონალისთვის (აღმზრდელები, სპეციალისტები) ტრენინგ-მოდულების შემუშავებისა და ტრენინგების ჩატარების, ასევე პროფესიული კონსულტირების გამოცდილება.
- საქართველოს სკოლამდელი განათლების სისტემის, არსებული კანონმდებლობის, ეროვნული სტანდარტებისა და რეფორმების მიმდინარეობის სიღრმისეული ცოდნა.
სასურველია: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV ელ. მისამართზე სასურველია წარმოადგინოთ თემასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა და სასურველი ანაზღაურება.
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: პოზიცია
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30.09.2026
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში. მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს:
http://www.caritas.ge/ https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.