8,930 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

N51TKV0W გამოქვეყნდა 25 სექ 10 ნახვა

საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო

საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო

ოფისის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
₾1500 / თვეში ბოლო ვადა: 26 ოქტ

საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო (GREA) - კომპანია რომელიც მართავს მსხვილი დეველოპერული პროექტების გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებას (მათ შორის: "ლისი ტოპოგრაფი", "რუმიქს დეველოპმენტი", "კოორდინატი", "ქრონომეტრი" და სხვა) გუნდში ეძებს ოფისის მენეჯერს, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება:

  • სტუმრებისა და კლიენტების მიღება და გადამისამართება;
  • ელ-ფოსტისა და კორესპონდენციის მართვა;
  • ამანათებისა და საკურიერო გზავნილების მიღება, გაგზავნა და ადრესატებისთვის გადაცემა;
  • შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • მნიშვნელოვან შეხვედრებზე დასწრება, ინფორმაციის ჩანიშვნა და შეჯამება;
  • თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა (სამსახურებრივი ცნობების მომზადება, დოკუმენტების ბეჭდვა/სკანირება, საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფა);
  • თანამშრომლების შვებულებებისა და გაცდენების აღრიცხვა;
  • სადაზღვევო კომპანიასთან კომუნიკაცია (თანამშრომლების დაზღვევის ადმინისტრირება, სიების განახლება);
  • ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება და დაარქივება (მატერიალური და ელექტრონული);
  • საოფისე ინვენტარისა და სახარჯი მასალების შეძენა, აღრიცხვა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • კომპანიისთვის საწვავის ლიმიტის შეძენა და ხარჯვის კონტროლი;
  • სერვის-პროვაიდერებთან კომუნიკაცია (დასუფთავება, IT, კომუნალური, ტექნიკური მომსახურება);
  • ინვოისებისა და საოფისე გადახდების ვადების კონტროლი;
  • ახალი თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილის მომზადება;
  • მივლინებებისა და კორპორაციული ღონისძიებების ორგანიზება;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Outlook, Google Workspace);
  • ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.

პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა და კორექტულობა;
  • რამდენიმე დავალების პარალელურად შესრულების უნარი;
  • პასუხისმგებლობა და კონფიდენციალურობის დაცვა.

მდებარეობა: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ N2ბ სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:30 ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "GREA"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც. თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე.

გისურვებთ წარმატებას!

კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე www.grea.ge

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა