9769 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

N72ABSB8 გამოქვეყნდა 6 ოქტ 39 ნახვა

პანექსი

პანექსი

წარმოების აღრიცხვისა და დაგეგმვის სპეციალისტი

პანექსი გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾1500 / თვეში ბოლო ვადა: 3 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

სს „პანექსი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს. კომპანია ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოების ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა.

ჩვენი მიზანია, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მომხმარებელს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია და მომსახურება.

კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელების მწარმოებელი კომპანია სს „პანექსი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების აღრიცხვისა და დაგეგმვის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. რუსთავში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - საწარმოო პროცესისთვის საჭირო ნედლეულისა და მასალების რაოდენობის დაგეგმვაში მონაწილეობა; - წარმოებაში გამოყენებული ნედლეულისა და სახარჯი მასალების მოძრაობის მონიტორინგი და აღრიცხვა; - წარმოების ოპერაციებისა და ფაქტობრივად გამოყენებული ნედლეულის აღრიცხვა; - წარმოების ფაქტობრივი მაჩვენებლების დამუშავება, გადამოწმება და ანალიზი; - ნედლეულისა და მასალების ხარჯვის ნორმატივების შედგენასა და განახლებაში მონაწილეობა; - ფაქტობრივი დანახარჯების დადგენილ ნორმატივებთან შედარება და გადახრების გამოვლენა; - მასალების ჩამოწერისთვის საჭირო მონაცემებისა და შესაბამისი აქტების მომზადება; - ნედლეულისა და სახარჯი მასალების პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა; - მზა პროდუქციის აღრიცხვა და საწყობიდან გაცემის პროცესის კონტროლი; - კლიენტებისთვის გადაცემული პროდუქციის რაოდენობრივი აღრიცხვა და შესაბამის დოკუმენტაციასთან გადამოწმება; - საწარმოო ნახაზების წაკითხვა და მათ საფუძველზე საჭირო მონაცემების დამუშავება; - საწარმოო და სააღრიცხვო მონაცემებზე დაყრდნობით შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება; - წარმოების აღრიცხვასთან, დაგეგმვასა და კონტროლთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულება; - უშუალო ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი ან პროფესიული განათლება — სასურველია ტექნიკური, საინჟინრო, ეკონომიკური ან ფინანსური მიმართულებით; - საწარმოო, სააღრიცხვო, დაგეგმვის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა; - მონაცემების დამუშავების, ანგარიშგების მომზადებისა და ანალიზის უნარი; - საწარმოო ნახაზების წაკითხვის უნარი; - მასალების ხარჯვის ნორმატივებთან მუშაობის ცოდნა ან შესაბამისი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - 1C-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - საწარმოო ან სასაწყობე აღრიცხვის პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული და პროფესიული უნარები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა; - ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; - მონაცემებთან და ციფრებთან ეფექტურად მუშაობის უნარი; - სამუშაო დროისა და პრიორიტეტების ეფექტურად მართვის უნარი; - რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი; - ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა; - გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - შედეგზე ორიენტირებულობა.

დამატებითი ინფორმაცია: - ანაზღაურება: 1 500 ლარი (ხელზე ასაღები); - ბენეფიტი: კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა; - სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, თბილისი–წითელი ხიდის გზატკეცილის მე-17 კმ; - სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/d6bR82Tc

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

Apex Support Services

Apex Support Services თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1800–3100 15 ოქტ

ადამიანური რესურსების ადმინისტრაციის ასისტენტი

ახალი
Evolution თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი კომპანიის საიტი
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა