8204 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

N8NV4RV1 გამოქვეყნდა 1 სექ 4 ნახვა

ბუღალტერი

დეველოპერული კომპანია Homer გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
₾2500 / თვეში ბოლო ვადა:

დეველოპერული კომპანია "Homer"-ი (ჰოუმერი) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე თბილისში.

კომპანიის შესახებ

"Homer"-ი არის თანამედროვე დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის ხარისხიან, ინოვაციურ და ადამიანზე ორიენტირებულ საცხოვრებელ პროექტებს საქართველოში.

ჩვენი გუნდი აერთიანებს უძრავი ქონების ინდუსტრიის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებს, რომლებიც საერთო ღირებულებებით ხელმძღვანელობენ - ხარისხი, პასუხისმგებლობა, გამჭვირვალობა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა.

"Homer"-ში გვჯერა, რომ წარმატებული პროექტები იქმნება ძლიერი გუნდის მიერ. სწორედ ამიტომ, ვქმნით გარემოს, სადაც თითოეულ თანამშრომელს აქვს განვითარების შესაძლებლობა, ახალი იდეების განხორციელების თავისუფლება და საერთო წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის შესაძლებლობა.

თუ გსურთ გახდეთ ამბიციური და მზარდი კომპანიის ნაწილი, შემოგვიერთდით და ერთად შევქმნათ მომავლის საცხოვრებელი სივრცეები.

ჩვენ შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://homer.ge/ka

სამუშაო პირობები:

განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ)

სამუშაო ადგილი: თბილისი, ივ. ჯავახიშვილის მოედანი N1

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტის მიერ ჩარიცხული თანხების დეტალური აღრიცხვა პროგრამა ბალანსსა და Bitrix-ში

** კლიენტების კონტრაქტის პირობებისა და გადახდის განრიგის აღრიცხვა და კონტროლი

** კლიენტების გადახდებთან, ხელშეკრულებებთან და ა.შ. დაკავშირებული ანგარიშების მომზადება და გაგზავნა

** ყოველდღიური ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება IFRS სტანდარტებისა და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად

** საბანკო ამონაწერების გატარება საბუღალტრო პროგრამა ბალანსში

** ხელფასის გამოთვლაში მონაწილეობის მიღება

** შესყიდვების გატარება პროგრამაში

** საბანკო გადარიცხვების შესრულება

** სტატისტიკური მონაცემების შევსება

** მთავარი ბუღალტრის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება

** პროგრამა ბალანსში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელი მოთხოვნა)

** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა

** Excel-ის კარგი ცოდნა

** IFRS სტანდარტების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)

** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა

** ACCA-ს რამდენიმე წიგნის ჩაბარება (ჩაითვლება უპირატესობად)

ანაზღაურება

ამ პოზიციაზე განსაზღვრული ფიქსირებული ყოველთვიური ანაზღაურება 2500 ლარი (ხელზე ასაღები)

ჩვენ გთავაზობთ:

** ინდივიდუალურ ჯანმრთელობის დაზღვევას;

** თანამედროვე, კომფორტულ და კეთილმოწყობილ სამუშაო გარემოს;

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას და კარიერულ ზრდას;

** გამოცდილი პროფესიონალების გუნდში მუშაობას;

** კორპორატიულ ღონისძიებებსა და გუნდურ აქტივობებს.

** კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობებს.

თუ თვლით, რომ ფლობთ ამ პოზიციის შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას, გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი CV/რეზიუმე ელ.ფოსტით:. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ბუღალტერი".

(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან).

Homer-ი გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად გელით ჩვენ გუნდში!

შპს ჰოუმერ გრუპი, (ს/ნ:; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ჩხეიძის ქუჩა, N 3; ქალაქი თბილისი, მოედანი ივ. ჯავახიშვილი, N 1) მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს ჰოუმერ გრუპი უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; აცხადებთ თანხმობას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს ჰოუმერ გრუპმა თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს ჰოუმერ გრუპი შესაბამის ვადებში სრულად გაანადგურებს თქვენს რეზიუმეს და კომპანიაში არსებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
დეველოპერული კომპანია Homer
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა