9745 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

N8VJMJ0W გამოქვეყნდა 22 ოქტ 9 ნახვა

ფემილი რითეილი

ფემილი რითეილი

კატეგორიის შესყიდვების მენეჯერი

ფემილი რითეილი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 19 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

იმერეთის რეგიონში წამყვანი საცალო ქსელი „ფემილი რითეილი" ეძებს კატეგორიის შესყიდვების მენეჯერს.

პოზიცია: კატეგორიის შესყიდვების მენეჯერი სამუშაო პირობები: მდებარეობა: ქუთაისი გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00 სთ ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები: - ასორტიმენტის მართვა: კატეგორიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება; ახალი პროდუქციის/ბრენდების დანერგვა; დაბალბრუნვადი, არაეფექტური პროდუქციის იდენტიფიცირება და შეზღუდვა. - მომწოდებლებთან ურთიერთობა: ახალი მომწოდებლებისა და ალტერნატიული წყაროების მოძიება; კომერციული მოლაპარაკებების წარმოება; ხელშეკრულებების მომზადება, გაფორმება და შეთანხმებული პირობების შესრულების კონტროლი. - ფასწარმოქმნა და მოგებიანობა: საფასო პოლიტიკისა და ფასნამატის განსაზღვრა; კონკურენტების ფასებისა და ასორტიმენტის მონიტორინგი. - პრომო და მერჩენდაიზინგი: მარკეტინგული აქციების დაგეგმვა და შედეგების შეფასება; თაროზე პროდუქციის განთავსების (მერჩენდაიზინგის) სტანდარტების დადგენა; ახალი/რეორგანიზებული ობიექტების კომერციული დაგეგმვა. - მარაგებისა და დანაკარგების მართვა: მარაგების ოპტიმალური დონისა და ლიმიტების კონტროლი; დეფიციტისა და ნელა რეალიზებადი მარაგების მართვა; ჩამოწერებისა და დანაკარგების შემცირება. - ანალიტიკა და თანამშრომლობა: გაყიდვების, მოგებიანობისა და მარაგების ბრუნვადობის ანალიზი; შიდა დეპარტამენტებთან (ოპერაციული, ლოჯისტიკა, ფინანსები და ა.შ.) ეფექტიანი თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - გამოცდილება: საცალო ვაჭრობის სფეროში კატეგორიის მენეჯერის ან შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. - პროგრამული უნარები: - 1C ERP-თან მუშაობის გამოცდილება. - MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (მონაცემთა ანალიზი, Pivot Tables, ფორმულები). - განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია: ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა).

  • ენები:
  • ქართული ენა — სრულყოფილად.
  • ინგლისური ენა — სასაუბრო დონეზე (B2).

პიროვნული უნარები - ძლიერი ანალიტიკური აზროვნება. - ეფექტიანი მოლაპარაკებების წარმოების უნარი. - დროის მართვა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ - პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას. - ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე. სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: "კატეგორიის მენეჯერი"

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის პოტენციური დამსაქმებლისათვის კანდიდატის მიერ გამოგზავნა ჩაითვლება მის თანხმობად, რომ შპს „ფემილი რითეილი“ დაამუშაოს ამ ინფორმაციაში არსებული პერსონალური მონაცემები. დამუშავების მიზანია კანდიდატის შეფასება გამოცხადებული ვაკანსიისათვის და მასთან კონტაქტი. თუ არ მოხდა კანდიდატის შერჩევა, მისი პერსონალური მონაცემები წაიშლება და აღარ გაგრძელდება მათი დამუშავება.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა