9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

NAKNPMDE გამოქვეყნდა 13 ოქტ 45 ნახვა

დონორებთან კომუნიკაციების დირექტორი - მოხალისე

ერთად შევცვალოთ სამყარო გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 14 ნოე

ჩვენ, საქველმოქმედო ფონდს, "ერთად შევცვალოთ სამყაროს" გვაქვს ღია პოზიციები გუნდის ახალი წევრებისთვის: დონორებთან კომუნიკაციების დირექტორი (მოხალისე).

ფონდის შესახებ: ჩვენი საქმიანობა მხოლოდ ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვას (მედიკამენტებისა და ოპერაციების დაფინანსების გზით) გულისხმობს. ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს და აქტივობას მართავენ მოხალისეები. ფონდს საოპერაციო ხარჯი საერთოდ არ აქვს: ხელფასს არავინ იღებს, არ გვაქვს მივლინებები, არ ვყიდულობთ რაიმე მომსახურებას და ა.შ. თუ რომელიმე მიმართულება აუცილებლად დასაფინანსებელი გახდა, ფონდში ჩართული მოხალისეები ამას საკუთარი სახსრებით ახორციელებენ. (მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://www.changetheworld.ge/about).

ვეძებთ გუნდის წევრს: საინტერესო იდეებით, მოხალისეობრივი განწყობით და უანგაროდ სხვების დახმარების სურვილით, რომელსაც უნდა რეალურ პროექტებში ჩართვა, პასუხისმგებლობის აღება და პროფესიული ზრდა საქველმოქმედო საქმიანობის გზით.

დონორებთან კომუნიკაციების დირექტორი (მოხალისე)

მოხალისეობრივი მუშაობა სრულად დისტანციურია და თავსებადია სწავლასთან ან ძირითად სამუშაოსთან - ჩართულობა საჭიროებს დღეში დაახლოებით 1 საათს მოქნილი განრიგით.

ფუნქცია და მოვალეობები:

  • არსებული და პოტენციური დონორების მოძიება და მათთან ურთიერთობის მართვა;
  • ინდივიდუალური და კორპორატიული დონორებისთვის კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება;
  • დონორებთან რეგულარული კომუნიკაცია (მეილები, შეხვედრები, პრეზენტაციები);
  • ფონდის საქმიანობის შედეგების ეფექტურად წარდგენა დონორებისთვის;
  • დაფინანსების მოზიდვის კამპანიების დაგეგმვა და კოორდინაცია;
  • პარტნიორული ურთიერთობების განვითარება კომპანიებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

რას ველით შენგან:

  • ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალებისადმი;
  • პასუხისმგებლობა და კომუნიკაცია;
  • დროის მართვის უნარი;
  • მოტივაცია სიკეთის გასავრცელებლად.

ჩვენ გთავაზობთ:

ბევრი სითბოსა და სიყვარულს და რაც მთავარია ბენეფიციარების მადლიერებით სავსე უკუკავშირს. დამატებით კი მეგობრულ გარემოს, სადაც შენ შეძლებ ხელშესახები ცვლილებების შეტანას, ასევე საინტერესო შესაძლებლობებს, საკუთარი თავი დაინახო, შეიგრძნო განსხვავებულ როლში და ჩაერთო უანგაროდ სიკეთის კეთების სრულ პროცესში.

რას გაძლევს მოხალისეობა:

  • სოციალური გავლენა - დაეხმარები ბავშვებს;
  • პრაქტიკული გამოცდილება რეალურ პროექტებზე;
  • ახალი კავშირები, განვითარება და რეკომენდაცია;
  • პროფესიული გამოცდილება.

გთხოვ რეზიუმე გამოგვიგზავნო მითითებულ ელფოსტაზე სათაურში კი მიუთითო ვაკანსიის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა