ინფექციის კონტროლის მედდა
"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
"საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!
"საქართველოს კლინიკები" აცხადებს ინფექციის კონტროლის მედდის ვაკანსიას თბილისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი გივი ჟვანიას ქ 3 (ციციშვილის სახ. ბავშვთა კლინიკა) სამუშო გრაფიკი: 8 საათი კვირაში 5 დღე
ძირითადი მოვალეობები:
- ინფექციის კონტროლის კომიტეტის წევრებთან ერთად ნოზოკომიური ინფექციების აღრიცხვისა და პრევენციის უზრუნველყოფა;
- დაქვემდებარებული პერსონალისთვის საკანონმდებლო და შიდა სამართლებრივი აქტების, ინსტრუქციების, სხვა დოკუმენტაციის გაცნობა; სამუშაო შეხვედრების ორგანიზება განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით;
- საკანონმდებლო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალების სათანადო რეჟიმით დეზინფექციისა და სტერილიზაციის პროცესის რუტინული მონიტორინგი, სტერილიზაციის არსებული კანონმდებლობით დოკუმენტირებისა და აღრიცხვის კონტროლი;
- შესაბამის პროტოკოლებზე დაყრდნობით სამედიცინო აპარატურის წმენდის, დეზინფექციის და სტერილიზაციის პროცესის ზედამხედველობა, თანამშრომლების ინსტრუქტაჟი;
- საკანონმდებლო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაციის, შეგროვების, შენახვის, გატანის, უტილიზაციის ან/და განადგურების პროცესების კონტროლი;
- საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება. საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალის კომპეტენციაში შემავალი სამედიცინო დოკუმენტაციის სათანადოდ წარმოების კონტროლი;
- სადეზინფექციო ხსნარების, ერთჯერადი სახარჯი მასალების სხვა ფარმაცევტული პროდუქციის ხარჯვისა და აღრიცხვიანობის კონტროლი;
- ახალი პროდუქტის (სადეზინფექციო, ანტისეპტიკური და სხვა ჰიგიენური საშუალებების) ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენების მასალების შერჩევაში მონაწილეობა, მათი სათანადო გამოყენების წესების გაცნობა სამედიცინო პერსონალისთვის;
- დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალის ინფიცირების რისკის შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება;
- ჩხვლეტის, ან სხვა გზით დაინფიცირების შემთხვევების აღრიცხვასა და დაზარალებული პერსონალის მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობა;
- ინფექციის გავრცელების კონტროლისა და პრევენციის კუთხით სამედიცინო პერსონალის საქმიანობის მონიტორინგის შედეგების ანალიზი და წარდგენა უშუალო უფროსთან და ქსელის საექთნო მიმართულების ხელმძღვანელთან დადგენილი პერიოდულობით;
- სამედიცინო მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების ხელშეწყობა და პაციენტთა კმაყოფილებაზე ზრუნვა;
- მიღებული ბრძანებების, დავალებების, სიახლეების სამედიცინო პერსონალისათვის მიწოდება და აღსრულების უზრუნველყოფა;
- ახალი სტანდარტების, გაიდლაინებისა და პროტოკოლების დანერგვა დაქვემდებარებულ პერსონალთან, მათი სწავლება და გაიდლაინების დაცვის მონიტორინგი;
- მონაწილეობის მიღება სამსახურებრივ შეხვედრებსა და სხვადასხვა ტიპის საკოორდინაციო ღონისძიებებში;
- უფლებამოსილების შესაბამისად მონაწილეობის მიღება კომპანიის მასშტაბით ორგანიზებულ ღონისძიებებში, გამოკითხვებსა და გასაუბრებებში;
ვაკანსიის მოთხოვნები:
- სპეციალიზებული საშუალო განათლება: საექთნო საქმე ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი;
- აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება კლინიკური მიმართულებით;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 26 ნოემბერი, 2026
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ინფექციის კონტროლის მედდა - თბილისი".
"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.