გაყიდვების ადმინისტრატორი/კოორდინატორი
„დასაქმების სააგენტო ეიჩარის“ შერჩევის განყოფილება ეძებს თანამშრომელს გაყიდვების ადმინისტრატორის/კოორდინატორის პოზიციაზე.
დასაქმების სააგენტო ეიჩარი დაარსდა 2006 წელს და ამჟამად წამყვანი ადგილი უჭირავს საქართველოს დასაქმების ბაზარზე.
სამუშაოს აღწერა: - გაყიდვების გუნდის ყოველდღიური ადმინისტრაციული მხარდაჭერა - კლიენტებთან იმეილ და სატელეფონო კომუნიკაცია, საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება - შეხვედრების დაგეგმვა, კალენდრის მართვა და შეხვედრებისთვის საჭირო მასალების მომზადება - კომერციული შეთავაზებების, პრეზენტაციების, ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება/ადმინისტრირება - ინვოისების, ანგარიშებისა და გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება - კლიენტების ბაზის განახლება, მონაცემების შეტანა და ინფორმაციის სიზუსტის კონტროლი - პოტენციურ და არსებულ კლიენტ კომპანიებთან კომუნიკაციის კოორდინაცია - გაყიდვების პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი და საჭირო სტატუსების განახლება - შიდა დეპარტამენტებთან კოორდინაცია და მიმდინარე დავალებების შესრულების მხარდაჭერა - კომპანიის მომსახურებების/პროდუქტების ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდება. - გაყიდვების ლიდების მოძიება და მომზადება
მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება - სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების კოორდინატორის ან გაყიდვების მხარდაჭერის პოზიცია - ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური), რუსული (სრულყოფილი ცოდნის დონე); სასურველია ინგლისური ენა და უპირატესობა მიენიჭება სომხური ენების ცოდნას - კომპიუტერული პროგრამების ფლობა: MS Word, MS Excel, MS PowerPoint - დოკუმენტაციასთან მუშაობის, მონაცემების დამუშავებისა და ლიდების მომზადების გამოცდილება - მოტივირებული - შედეგზე ორიენტირებული - სწრაფად ათვისების უნარი - სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი - კომუნიკაბელური - დეტალებზე ორიენტირებული - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - განვითარებაზე ორიენტირებული - შეფასების და ანალიზის უნარი - შრომისმოყვარე
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი 09:30-18:30
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.