საკრედიტო ოფიცერი
შპს მისო ბერმელი / Bermeli აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე ქუთაისსა და ბათუმში.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშაო კვირა. ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კომპეტენციასა და სამუშაო გამოცდილებაზე დამატებით სამი სახის საბონუსე სისტემა.
აუცილებელი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებით; - ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში; - აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word" და " Microsoft Excel").
ძირითადი მოვალეობები: - პოტენციური მომხმარებლების მოძიება; - ბიზნეს, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების დამუშავება/გაცემა; - არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება; - განაცხადის შევსება და მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია; - მიღებული ინფორმაციის ანალიზი; - სესხის უზრუნველყოფის შეფასება; - დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა, გადაწყვეტილების გაცნობა და სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა; - მომხმარებლებთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა; - გაცემული სესხის მიზნობრიობის შესრულების მეთვალყურეობა და კონტროლი; - მომხმარებლების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების განხორციელების კონტროლი; - ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და ჯანსაღი პორტფელის შენარჩუნება; - საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა; - საკრედიტო საქმიანობის დამოუკიდებელი მუდმივი ანალიზი.
პიროვნული თვისებები და უნარები: - გამართული მეტყველება; - კომუნიკაბელურობა; - ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი; - ენერგიულობა; - ორგანიზებულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - ანალიტიკური აზროვნების უნარი - დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; - ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული; - გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ: - სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს; - პროფესიული ტრენინგებს; - კორპორაციულ ღონისძიებებს; - ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესების შემთხვევაში, ეწვიეთ ლინკს: https://bermeli.selfrecruit.ge/s/ccON
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.