HR სპეციალისტი
ზოომაღაზიათა ქსელი "ზოოსითი" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე.
"ზოოსითი" წარმოადგენს ყველაზე დიდ ზოომაღაზიათა ქსელს საქართველოში და ამჟამად წარმოდგენილია (თბილისი - რუსთავი - ბათუმი) 41 მაღაზიით.
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 ანაზღაურება: 1500 ლარი პირველი 3 თვე, მეოთხე თვიდან 1800 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- რეკრუტინგის პროცესში მონაწილეობა;
- დოკუმენტაციის მომზადება და წარმოება;
- თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და მონაცემების განახლება;
- შვებულებების და სხვა საკადრო საკითხების ადმინისტრირება;
- HR პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
- ხელმძღვანელობისთვის საჭირო HR ინფორმაციისა და ანგარიშების მომზადება;
საკვალიფიკაციო და პიროვნული მახასიათებლების მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- HR მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- შრომის კანონმდებლობის ზოგადი ცოდნა;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- გამართული კომუნიკაციისა და წერითი უნარები;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მუშაობის უნარი;
- დროისა და პრიორიტეტების სწორად მართვა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე. ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: HR სპეციალისტი.
გაცნობებთ, რომ შპს "აქვა-ტერრას" (ს/ნ 206118510) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.