პროდუქციის შესყიდვების მენეჯერი
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Pasta Reggia, Vileda, Olio Basso, Wilkinson Sword, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann (და სხვა) დისტრიბუციას.
www.bms.ge
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი N64
სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00სთ.
ანაზღაურება: 2000 - 3000 ლ, ნეტ.
ძირითადი მოვალეობები:
** შესყიდვების სტრატეგიისა და წლიური/თვიური გეგმების შემუშავება;
** მოთხოვნის პროგნოზირებისა და მარაგების ეფექტიანი მართვა;
** პროდუქციის შესყიდვების სრული ციკლის მართვა;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, ფასებისა და თანამშრომლობის პირობების ოპტიმიზაცია;
** შესყიდვებთან დაკავშირებული ხარჯებისა და პროდუქციის თვითღირებულების კონტროლი;
** ტრანსპორტირების, იმპორტისა და საბაჟო პროცედურების კოორდინაცია;
** მარაგების, გაყიდვებისა და შესყიდვების ანალიზი და პერიოდული ანგარიშგების მომზადება;
** მიწოდების რისკების შეფასება და ალტერნატიული გადაწყვეტილებების შემუშავება;
** შესყიდვების პროცესების განვითარება, სტანდარტიზაცია და ERP სისტემის ეფექტიანი გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
თუ მზად ხართ, იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და გაქვთ სურვილი, განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე:
გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
Tel:
გისურვებთ წარმატებებს!
"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.