8434 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

NHC9TA36 გამოქვეყნდა 3 სექ 3 ნახვა

დამწყები დაზღვევის მენეჯერი

New Vision Insurance გარე განცხადება
დისტანციური სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ს.ს. "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ქ. ქუთაისში დამწყები დაზღვევის მენეჯერის პოზიციაზე საცალო გაყიდვების მიმართულებით.

"ნიუ ვიჟენ დაზღვევა" 2020 წელს დაარსდა და წარმოადგენს ჰოლდინგის ნაწილს, რომელშიც ერთიანდება ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი", "ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი", "ზარაფხანა", "ქუთაისის ტორპედო" და ა.შ. ჩვენთვის წამყვანი კორპორატიული ღირებულებაა კომპანიაში დასაქმებული ადამიანების კმაყოფილება, მათთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა და განვითარება. ამასთანავე, კომპანია ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას - ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ პოტენციურ თანამშრომელს!

პოზიცია დამწყები დაზღვევის მენეჯერი

სამუშაო განაკვეთი ორშაბათი - პარასკევი;

განიხილება როგორც სრული, ისე - არასრული განაკვეთი ან ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი;

სამუშაო შესაძლებელია შესრულდეს დისტანციურად, ხოლო ოფისში სამუშაო საათები განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით.

ანაზღაურების ოდენობა გამომუშავებით (საკომისიო + ბონუსი თვის მანძილზე დაზღვევის მენეჯერის მიერ რეალიზებული პოლისებიდან)

ადგილმდებარეობა ქ. ქუთაისი, თავისუფლების ქუჩა N65

ფუნქციები:

** პოტენციური საცალო და მცირე ბიზნეს მომხმარებლების მოძიება და მათთან კომუნიკაციის დამყარება;

** დაზღვევის მსურველთათვის, დაზღვევის პირობების დეტალურად გაცნობა და მათთვის სადაზღვევო პოლისების გამოწერა;

** საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელთან შეხვედრების დაორგანიზება;

** დაზღვევის პერიოდში მომხმარებლის მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში, მასთან შეხვედრების დაორგანიზება;

** უშუალო ხელმძღვანელთან ყოველდღიური/ყოველკვირეული ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, განიხილება ასევე მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი;

** ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;

** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;

** სასურველია, გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

კომპეტენციები და უნარები:

** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

** ეფექტიანი მოლაპარაკების უნარი;

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

** განვითარებაზე ორიენტაცია.

ჩვენ გთავაზობთ:

** სადაზღვევო პროდუქტებისა და სამუშაო უნარების ადგილზე შესწავლის შესაძლებლობას;

** მოზიდვაზე დაყრდნობით, ზრდად შრომით ანაზღაურებას;

** პროფესიული განვითარების სხვადასხვა პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას;

** სტუდენტების შემთხვევაში, მოქნილ სამუშაო გრაფიკს;

** "ნიუ ვიჟენ ჯგუფის" ფარგლებში, სხვადასხვა კორპორატიულ ღონისძიებაში ჩართვის შესაძლებლობას.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, "ნიუ ვიჟენ დაზღვევამ" შერჩევის პროცესი დაიწყოს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადმოგზავნილ რეზიუმეს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე და "SUBJECT" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "დამწყები დაზღვევის მენეჯერი (ქუთაისი)".

რეკრუტირების პროცესი წარიმართება ორ ეტაპად:

** რეზიუმეების გადარჩევა;

** შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.

განაცხადის გაზიარებამდე დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე:

გისურვებთ წარმატებას!

სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევის" (საიდენტიფიკაციო ნომერი:; იურიდიული მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, დიდუბის რაიონი, ევგენი მიქელაძის ქუჩა, N 1ბ; ელექტრონული ფოსტის მისამართი:; ტელეფონის ნომერი:. შემდგომში - "დამსაქმებელი"/"კომპანია"/"დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი") მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV-ს) გამოგზავნით/ვებგვერდზე (www.nvi.ge) მონაცემების შეყვანისა და რეზიუმეს/CV-ის ატვირთვით თქვენ, როგორც დასაქმების კანდიდატი/მონაცემთა სუბიექტი "დამსაქმებელს" ანიჭებთ უფლებამოსილებას, რომ:

 დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათ შორის, რეზიუმეში (CV)-ში მითითებული ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიზნით, იმ ვადით, რაც აუცილებელია კანდიდატების შერჩევისა და კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, "კომპანია" თქვენგან მოწოდებულ რეზიუმეს (CV)-ს, ტესტირების შედეგებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და თქვენგან მიღებულ დამატებით ინფორმაციას/დოკუმენტს დაამუშავებს იმავე ან სხვა პოზიციაზე დასაქმების შემდგომი განხილვის მიზნით დამატებით 1 (ერთი) წლის ვადით, თუ თქვენი მხრიდან აღნიშნულზე დამატებით თანხმობა იქნება გაცხადებული. დამატებითი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, კომპანია გაანდაგურებს/წაშლის თქვენს შესახებ არსებულ მონაცემებს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა დამუშავების საფუძველია თქვენი განცხადების/კანდიდატურის განხილვა. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია, თუ რა სახის მონაცემებს ამუშავებს კომპანია თქვენს შესახებ, რა საფუძვლით, რა ვადით, გადაეცემა თუ არა მონაცემები სხვა პირს, ასევე, თქვენ გაქვთ უფლება, რომ მოითხოვოთ მონაცემთა გაცნობა, ასლების მიღება, მათი გასწორება, განახლება, შევსება, წაშლა, განადგურება, გადატანა ან დაბლოკვა. ამასთან, თქვენ გაქვთ უფლება, რომ ნებისმიერ დროს უკან გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე და მოითხოვოთ აღნიშნული პროცესის შეწყვეტა.

გაცნობებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ მიმართოთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევის" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, ელენე მჭედლიშვილს (ტელ:; ელ.ფოსტა: ).

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
New Vision Insurance
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის