სპა ცენტრის მიმღები
"Gudauri Lodge" აცხადებს ვაკანსიას სპა ცენტრის მიმღების პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: გუდაური ანგარიშვალდებულება: სპა ცენტრის ზედამხედველი ანაზღაურება: 1150 ლარი სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება დამატებითი ბენეფიტები: კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს კვებით, საცხოვრებელი ადგილით გუდაურში და ჯანმრთელობის დაზღვევით
ფუნქცია-მოვალეობები:
- მიიღოს და მოემსახუროს სასტუმროს სპის მომხმარებელს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოში
- სპის პროცედურებზე ჯავშნების მიღება და მონიტორინგი
- სატელეფონო ზარების კონტროლი
- თანხის მიღება, კონტროლი, ბუღალტერიასთან კომუნიკაცია, შეკვეთების წარმოება
- ყოველდღიური/თვიური ხარჯთაღრიცხვის წიგნაკის წარმოება
- კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად სტუმრის სრულყოფილი მომსახურების გაწევის კონტროლი
- შეინარჩუნოს სუფთა სამუშაო გარემო
- მიაწოდოს მაქსიმალური, სწორი და ღირებული ინფორმაცია სტუმარს
- გაითვალისწინოს ჰიგიენის უმაღლესი სტანდარტები და პროცედურა ჩაატაროს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რეგულაციების დაცვით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.