მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერი
"Cafe Calendar" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ ადამიანს, რომელიც "Calendar"-ის ცნობადობის ზრდასთან ერთად, რეალურად იმუშავებს ახალი მომხმარებლების მოზიდვაზე, გაყიდვების ზრდასა და ახალი კომერციული შესაძლებლობების შექმნაზე.
"Calendar" არის ქართული სამზარეულოს, მუსიკისა და კულტურის გარშემო შექმნილი სივრცე თბილისის ისტორიულ ცენტრში, ათონელის 29-ში, მშრალ ხიდთან.
"Calendar" აერთიანებს კაფეს, listening bar-სა და მულტიფუნქციურ სივრცეს, სადაც კაფის ოპერირებასთან ერთად ყოველდღიურად არის მუსიკალური პროგრამები და ტარდება თვიური გამოფენები, კულტურული ღონისძიებები, კერძო და კორპორატიული ივენთები.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- "Calendar"-ის მარკეტინგული და კომერციული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
- ახალი მომხმარებლების მოზიდვისა და გაყიდვების ზრდის მიმართულებების განვითარება;
- სასტუმროებთან, ტურისტულ კომპანიებთან, კომპანიებთან, ბრენდებთან, event agencies-თან, მედიასა და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის შექმნა და განვითარება;
- ახალი B2B და B2C კომერციული შესაძლებლობების მოძიება;
- პარტნიორული შეთავაზებებისა და გაყიდვების არხების განვითარება;
- PR კამპანიების, ღონისძიებებისა და სპეციალური პროექტების დაგეგმვა;
- ონლაინ და offline მარკეტინგული აქტივობების მართვა;
- Calendar-ის ბრენდის ცნობადობისა და პოზიციონირების განვითარება;
- სოციალური მედიისა და სხვა საკომუნიკაციო არხების მიმართულების დაგეგმვა;
- მარკეტინგული და გაყიდვების შედეგების მონიტორინგი და ანალიზი;
- ახალი იდეების ინიცირება და მათი რეალურ კომერციულ შედეგში გადაყვანა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მარკეტინგის, PR-ის, Sales-ის, Business Development-ის ან Hospitality სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- კომერციული და შედეგზე ორიენტირებული აზროვნება;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- პარტნიორების მოძიებისა და ურთიერთობების განვითარების გამოცდილება;
- თბილისის კრეატიული, ტურისტული და ჰოსპიტალითი გარემოს კარგი ცოდნა;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და ინიციატივის აღების უნარი;
- მაღალი ორგანიზებულობა და რამდენიმე მიმართულების პარალელურად მართვის უნარი;
- იდეის კომერციულ შესაძლებლობად გარდაქმნის უნარი.
პოზიციის შესახებ:
ეს პოზიცია არ არის მხოლოდ სოციალური მედიის ან მარკეტინგული კომუნიკაციის მართვა. ვეძებთ ადამიანს, რომელიც იქნება ჩართული Calendar-ის ბიზნესის განვითარებაში, გაყიდვებში, პარტნიორობებსა და ახალი შემოსავლის წყაროების შექმნაში და შეძლებს იდეების რეალურ შედეგებად გადაქცევას.
თუ გიყვარს hospitality, მუსიკა, კულტურა, ადამიანებთან ურთიერთობა და ბიზნესის განვითარება, გამოგვიგზავნე CV და მოკლე აღწერა შენს გამოცდილებაზე ელფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.