9,111 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

NQ93Y3J2 გამოქვეყნდა 24 სექ 7 ნახვა

იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს

იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს

მარკეტინგის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 25 ოქტ

"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება.

სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია "ჯინო ჰოლდინგის" შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.

ვეძებთ ენერგიულ, კრეატიულ და შედეგზე ორიენტირებულ მარკეტინგის მენეჯერს

Idea Collection by Gino Hotels

პოზიციის მთავარი მიზანია ობიექტების სწორი ბრენდ-პოზიციონირება, სოციალური მედიის მართვა, სტუმრების მოზიდვა, ღონისძიებების ორგანიზება და მარკეტინგული აქტივობების ეფექტური დაგეგმვა/განხორციელება.

ლოკაცია: თბილისი, პეტრე მელიქიშვილის გამზირი 47/49

ძირითადი მოვალეობები:

  • სოციალური მედიის მართვა
  • Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn და სხვა პლატფორმების მართვა;
  • კონტენტ-გეგმის (Content Plan) მომზადება და შესრულება;
  • ბრენდის ვიზუალური და საკომუნიკაციო სტილის დაცვა;
  • პოსტების, სთორების, რილსებისა და სარეკლამო ტექსტების მომზადება;
  • სოციალური მედიის შედეგების ანალიზი და ანგარიშგება.

ბრენდის პოზიციონირება

  • ობიექტების სწორი პოზიციონირების სტრატეგიის შექმნა;
  • სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და შესაბამისი კამპანიების დაგეგმვა;
  • კონკურენტული ბაზრის კვლევა და ტრენდების მონიტორინგი;
  • ობიექტების იმიჯის განვითარება პრემიუმ და lifestyle მიმართულებით.

ღონისძიებებისა და ივენთების ორგანიზება

  • საღამოს ღონისძიებების, მუსიკალური საღამოების, სეზონური და თემატური ივენთების დაგეგმვა;
  • ღონისძიებების კონცეფციის შექმნა და რეალიზაცია;
  • პარტნიორებთან, არტისტებთან, DJ-ებთან და ინფლუენსერებთან კომუნიკაცია;
  • სტუმრების ჩართულობის ზრდაზე ორიენტირებული აქტივობების დაგეგმვა.

ფოტო / ვიდეო კონტენტის დაგეგმვა

  • პროფესიონალური ფოტო და ვიდეო გადაღებების ორგანიზება;
  • ფოტოგრაფებთან, ვიდეოგრაფებთან და დიზაინერებთან კოორდინაცია;
  • კონტენტის გადაღების სცენარისა და ვიზუალური მიმართულების განსაზღვრა;
  • ბრენდთან შესაბამისი თანამედროვე ვიზუალური მასალის შექმნის კონტროლი;
  • მარკეტინგული კამპანიები და გაყიდვების მხარდაჭერა.
  • სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და შესრულება;
  • სპეციალური შეთავაზებებისა და აქციების შექმნა;
  • სტუმრების მოზიდვისა და ცნობადობის ზრდის აქტივობების განხორციელება;
  • გაყიდვების გუნდთან და ოპერაციებთან კოორდინირებული მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მარკეტინგის, PR-ის ან მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • სოციალური მედიის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
  • კრეატიული ხედვა და თანამედროვე ტრენდების ცოდნა;
  • ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილება;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • Canva / Meta Business Suite / ძირითადი დიზაინ და სარეკლამო ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

  • კრეატიულობა და ინიციატივიანობა;
  • ენერგიულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მრავალდავალებიან გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • თანამედროვე hospitality და lifestyle მიმართულებების ინტერესი.

კომპანია გთავაზობთ:

  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს;
  • შესაძლებლობას იმუშაო გამორჩეულ hospitality/lifestyle ობიექტზე;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები, პორტფოლიო/სოციალური მედიის ნამუშევრები შემდეგ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა