9,099 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

NWHTMFYT გამოქვეყნდა 18 სექ 5 ნახვა

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 3 ოქტ

"სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი" აცხადებს შერჩევას ექთნის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3 სამუშაო გრაფიკი: განიხილება როგორც სრული, ისე ნახევარი განაკვეთი. სრული განაკვეთი: კვირაში 40 სთ, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამედიცინო დახმარებას უწევს მოულოდნელად ავად გამხდარ სტუდენტებს და პერსონალს, ცალკე გადაჰყავს და უტარებს პირველად სამედიცინო დახმარებას. ექთანს არ აქვს მედიკამენტოზური ჩარევის უფლება, თუ აუცილებლობა მოითხოვს, უნდა გამოიძახოს სასწრაფო დახმარება;
  • აღრიცხავს სპეციალურ ჟურნალში და აწარმოებს სამედიცინო დოკუმენტაციას, როგორც სტუდენტების, ასევე პერსონალის შესახებ;
  • უზრუნველყოფს სამედიცინო მასალების კონტროლს და მუდმივად ზრუნავს მათ განახლებაზე;
  • უზრუნველყოფს სამედიცინო ოთახის სისუფთავეს და სამედიცინო ნივთების და ხელსაწყოების დეზინფექციას;
  • მუდმივად ეცნობა სამედიცინო სიახლეებს და ზრუნავს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე;
  • ასრულებს სხვადასხვა დავალებებს, ხელმძღვანელის მითითებით, კომპეტენციის ფარგლებში;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია სტუდენტებსა და თანამშრომლებში. შესაბამისი ღონისძიებების გატარება უნივერსიტეტში;
  • უნივერსიტეტში მიმდინარე აკრედიტაცია/ავტორიზაციის პროცესში მონაწილეობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; (შესაბამისი კითხვარების შევსება, ინფორმაციის დამუშავება, პროცესის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი პირებისათვის დროული მიწოდება, ექსპერტებთან შეხვედრა, ინტერვიუ, საჭიროების შემთხვევაში საბჭოს სხდომებში მონაწილეობა და სხვ.);
  • უნივერსიტეტის "უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და პირველადი დახმარების აღმოჩენის წესის" თანახმად მოქმედება საჭიროების შემთხვევაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: ექთნის კვალიფიკაცია (განიხილებიან აგრეთვე მედიცინის პროგრამის სტუდენტები, რომლებიც არიან მე-4 კურსზე ან უფრო მაღალ საფეხურზე).
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 1 წელი (სასურველია);
  • ინგლისური ენის ცოდნა (A2);

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება;
  • კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიზის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

განაცხადის მიღება:

შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა

ან გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითეთ "ექთანი", წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 2 ოქტომბერი.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად 1 წლის ვადით დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა