9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

NXCEPMBW გამოქვეყნდა 19 ოქტ 27 ნახვა

ქოლცენტრის ოპერატორი

Avia.ge გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾800 / თვეში −47% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,497 ₾ · 31 განცხადება ბოლო ვადა: 20 ნოე

"Avia.ge" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

"Avia.ge" არის ავიაბილეთების სააგენტო, რომელიც მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ავიაბილეთების შეძენას ყველაზე დაბალ ფასად. ვეძებთ გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს.

თუ ხართ ორიენტირებული, გახდეთ კოლეგიალური, მეგობრული, პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, მაშინ "Avia.ge" ის ადგილია, სადაც უნდა გამოავლინოთ თქვენი პროფესიული უნარები!

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ავიაბილეთების ფასების შემოწმება, მომხმარებლისათვის შეთავაზება და დაჯავშნა-გამოწერა;
  • სატელეფონო ხაზისა და სოციალურ ქსელების მეშვეობით მოსული მომხმარებლის მომსახურება;
  • მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროების დახმარებით;
  • პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარება;
  • არსებულ მომხმარებელთან ურთიეთობის გაღრმავება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საძიებო სისტემების გამოყენების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია);
  • რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია);
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, მსგავს პოზიციაზე მშაობის გამოცდილებით.

კომპეტენციები და უნარები:

  • წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი
  • პუნქტუალურობა.

სამუშაო განაკვეთი:

ორშაბათი-პარასკევი 19:00-22:00 (კვირაში ორი დღე დასვენება); შაბათი - 10:00-18:00; კვირა - 10:00-18:00.

ანაზღაურება: ფიქსირებული (800 ლარი დარიცხვით) + მაღალი საბონუსე სისტემა (2000 ლარამდე გამომუშავების შესაძლებლობით)

  • შერჩეული კანდიდატები გაივლიან 2-კვირიან ტრენინგს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, კომპანიამ შერჩევის პროცესი დაიწყოს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადმოგზავნილ რეზიუმეს.

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://go.avia.ge/vacancy ან გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე და "SUBJECT" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ქოლცენტრის ოპერატორი".

კანდიდატის მიერ სააპლიკაიო ფორმის შევსება და რეზიუმეს გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა