8,813 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

NXHE9F6R გამოქვეყნდა 22 სექ 3 ნახვა

MS Holding

MS Holding

ფინანსური მენეჯერი

MS Holding გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 23 ოქტ

კომპანია "MS holding" - ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/

"MS holding" გეძებს შენ ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

რისი გაკეთება მოგიწევს?

  • კომპანიის ყოველთვიური /კვარტალური/ წლიური ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა შესაბამის გუნდებთან თანამშრომლობით;;
  • ფულადი ნაკადების კონტროლი და პროგნოზირება;
  • დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების (გაყიდვები, მომგებიანობა, ხარჯები) ყოველკვირეული კონტროლი, გადახრების ანალიზი და შესაბამის სამსახურებთან ერთად შედეგების განხილვა;
  • გაყიდვების, მარჟისა და მომგებიანობის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • საფასო პოლიტიკის, ფასდაკლებებისა და კომერციული პირობების ფინანსურ ანალიზში ჩართულობა;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
  • საგადასახადო დეკლარაციების კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში წარდგენის მონიტორინგი;
  • სასაქონლო მარაგებისა და შესყიდვების ფინანსური ანალიზი, შესაბამისი რისკების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების მომზადება;
  • ახალი პროდუქტების, ბრენდებისა და ბიზნესმიმართულებების განვითარების პროცესში აქტიური ჩართულობა, მათი ფინანსური მიზანშეწონილობის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • ბანკებთან მოლაპარაკების სრული პროცესის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების, ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია APEX-ში მუშაობის გამოცდილება;
  • Retail-სა და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, სამგორის რაიონი, ჭირნახულის ქუჩა # 4
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 - 18:00 საათი
  • ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
  • სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
MS Holding
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა