8,506 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

NY0SRSP4 გამოქვეყნდა 16 სექ 3 ნახვა

ტეტრაპროდუქტი

ტეტრაპროდუქტი

მძღოლ-დისტრიბუტორი

ტეტრაპროდუქტი გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
₾1000 / თვეში ბოლო ვადა: 17 ოქტ

იმპორტიორი სადისტრიბუციო კომპანია შპს "ტეტრაპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

შპს "ტეტრაპროდუქტი" არის ერთ-ერთი წამყვანი იმპორტიორი კომპანია, რომელიც ოპერირებს საქართველოში 2011 წლიდან. კომპანია ახორციელებს ათეულობით სახეობის პროდუქტის იმპორტს და მოიცავს როგორც თბილისს ასევე რეგიონებს. ჩვენი კომპანია გთავაზობთ კონკურენტულ სამუშაო გარემოსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს. თუკი გსურთ იყოთ აქტიური და საინტერესო გუნდის ნაწილი, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას.

პირობები:

  • 7 სამუშაო დღე საცდელი პერიოდი (ხელფასის გარეშე, სამსახურში აყვანის შემთხვევაში, საცდელი პერიოდი ჩაითვლება ნამუშევრად და ანაზღაურდება).
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სპ. კედიას ქ. #15 (დიდუბე წერეთლის მეტროს მ/ტ).

მძღოლ-დისტრიბუტორის მოვალეობები: ბორტის დატვირთვა (სისუფთავე), საქონლის მიწოდება, ანგარიშის ჩაბარება სამუშაოს დამთავრებისას და თანხის ჩარიცხვა ბანკში.

მძღოლ-დისტრიბუტორისა ხელფასი:

ხელშეკრულების გაფორმებიდან ანაზღაურება (ხელფასი) პირველი თვე (სტაჟიორი) 1000 ლარი (თვეში), მეორე თვიდან ანაზღაურება (ხელფასი) 1200 ლარი ფიქსირებული (თვეში), ბორტზე მუშაობს ორი მძღოლ-დისტრიბუტორი ორივე თანაბარი უფლება მოვალეობით. დასვენების დღე კვირა.

ასევე მოქმედებს ბონუსის სისტემა

უკან დაბრუნების პრემია (ბორტის):

  • თვის განმავლობაში უკან დაბრუნებული საქონლის არ არსებობისას გაიცემა პრემია 500 ლარი
  • საქონლის 1 დან 99 ლ/მდე უკან დაბრუნების შემთხვევაში პრემია 400 ლარი
  • საქონლის 100 დან 249 ლ/მდე უკან დაბრუნების შემთხვევაში პრემია 200 ლ
  • საქონლის 250 დან 499 ლ/მდე უკან დაბრუნების შემთხვევაში პრემია 100 ლ.
  • საქონლის 500 ლ/და ზემოთ უკან დაბრუნების შემთხვევაში პრემია 0 ლ

ყოველდღიური დასარიგებელი ობიექტების რაოდენობის პრემია (ბორტის): მაგ: 35 +1 ობიექტების რაოდენობის შემთხვევაში ბორტზე გაიცემა პრემია 0, 5 ლარის ოდენობით, თითოეულ დასარიგებელ ობიექტზე ანუ 36*0.5=18 ლ. ორი კაცის შემთხვევაში იყოფა ორზე.

სავაჭრო-აგენტის მიერ საგეგმო მაჩვენებლის შესრულების პრემია (ბორტის): საანგარიშო თვის განმავლობაში სავაჭრო აგენტის მიერ ჯამური საგეგმო მაჩვენებლების 100 % -ით შესრულების შემთხვევაში თითოეულ მიმართულებაზე ბორტზე გაიცემა პრემია 100 ლარის ოდენობით, ხოლო 80%-ით შესრულების შემთხვევაში კი 50 ლარის ოდენობით (არიგებთ ექვს მიმართულებას).

მძღოლ-დისტრიბუტორის პიროვნული თვისებები:

  • გუნდური მუშაობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • სხარტი აზროვნება;კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობა B კატეგორია.
  • თბილისის ქუჩებისა და რეგიონების ცოდნა, მათ შორის სხვა ქალაქების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).
  • სხარტი აზროვნების და პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სწორად გადაცემის უნარი.
  • სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება.
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
  • ქართულ ენებზე გამართული, დახვეწილი მეტყველების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) (მიუთითეთ რომელ პოზიციაზე აგზავნით), ელექტრონულ მისამართზე და დანიშნულების ველში მიუთითოთ ვაკანსიის (პოზიცია) დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, CV არ იქნება განხილული.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ტეტრაპროდუქტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა