8,881 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

P021Q8Y7 გამოქვეყნდა 25 სექ 10 ნახვა

MJ Management

MJ Management

იურისტი

MJ Management გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება სამართალი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 23 ოქტ

შპს ,,ემჯეი მენეჯმენტი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე შპს ,,ემჯეი მენეჯმენტი“ 2023 წლის 04 სექტემბერს დაარსდა საქართველოში არსებული სადაზღვევო კომპანიებისთვის, ეფექტიანი და შედეგებზე ორიენტირებული იურიდიული მომსახურების გასაწევად.

ფუნქცია-მოვალეობები - სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოება; - იურიდიული კონსულტაციის გაწევა კლიენტებისთვის; - კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა; - სასამართლო პროცესებზე წარმომადგენლობა; - მორიგებული საქმეების მართვა; - აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან კომუნიკაცია;

მოთხოვნები - უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით - ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (აუცილებელია) - სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი - სასამართლოში წარმომადგენლობის გამოცდილება - გამოცდილება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმიანობაში - სადაზღვევო სამართლის ცოდნა (გამოცდილება ამ მიმართულებით უპირატესობად ჩაითვლება) - საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - სამართლებრივი წერის კულტურა - უცხო ენა: ინგლისური (მინიმუმ B2 დონე) (უპირატესობად ჩაითვლება დამატებითი ენების ცოდნა)

პიროვნული უნარები - ორგანიზებულობა - ეფექტური კომუნიკაციის უნარი - ანალიტიკური აზროვნების უნარი - გუნდური მუშაობის უნარი - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - მაღალი ემოციური ინტელექტი

ანაზღაურება: შერჩეული კანდიდატები გაივლიან 2 კვირიან სტაჟირებას, სტაჟირების წარმატებით გადალახვის შემდგომ კანდიდატს დაენიშნება ფიქსირებული ხელფასი და საბონუსე სისტემა.

გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV/ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ვებგვერდი: www.mjmanagement.ge და LinkedIn-ის გვერდი: www.linkedin.com/company/llcmjmanagement/

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი, 2026 წ.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს! კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
MJ Management
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა