სასტუმროს ადმინისტრატორი
სასტუმრო "Address Boutique Hotel" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: ყოველ მესამე დღეს 24-საათიანი ცვლა ანაზღაურება: 1200 ლარი ხელზე ასაღები, ასევე მოქმედებს რამდენიმე სახის საბონუსე სისტემა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
- სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
- სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
- სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება და სასიამოვნო და დადებითი გამოცდილების შექმნა
ძირითადი მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
საჭირო უნარები:
- კომუნიკაციის კარგი უნარი;
- თავაზიანობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სწრაფად რეაგირების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მიმღები ადმინისტრატორი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.